1569-1578 წწ. - წყალობის წიგნი დაუდ-ხანისა ხოჯა სულხან მირაქაშვილისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირი:

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ჩუენ, ღმრთივ გუირგუინოსნის მეფეთ-მეფის ძემან, პატრონმან დაუთხან მირზა, ესე წყალობის წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ყმასა, ხოჯა მირაქაშვილსა სულხანასა და შენთა შვილთა, მას ჟამსა, როდეს შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენის განაყოფის ნასყიდი თბილი წყალი, მდინარე ვენახში და ორღობესთანა.

არა მოგეშალოს არა ჩუენგან და არა სხუათა მეპატრონეთაგან, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა ქუეშე.

ჩუენისა კარისა მოსაქმენო, თქუენც ასე გაურიგეთ და სხუანო მოსაქმენო, თქუენცა ასრე დაუმტკიცედ და ნუ მოუშლით.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთი უთარიღოა. იგი თარიღდება ქართლში დაუდ-ხანის მეფობის წლებით - 1569-1578.

პუბლიკაცია

edit