1576 წ. - წყალობის წიგნი დედოფალ ნესტანდარეჯანისა დონდორა მამადედაშვილისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა მღთისათა, ჩვენ, მღთივ-გვირგვინოსანმა დედოფალთ-დედოფალმა პატრონმა ნესტანჯარ, ესე წყალობის წიგნი და სათარხნო შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენა, დაღელს მამადედაშვილს დონდორასა, და ძმასა შენსა შალვასა და შვილთა თქვენთა და მომავალსა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოხვედით კარსა დარბაზისა ჩვენისასა და დაღეთის მამასახლისობასა და სათარხნოსა წიგნსა გვეაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გიბოძეთ დაღეთის მამასახლისობა და ნარიკასულის მიწა მისის სავენახითა ხელშეუალათ და გაგითარხნეთ სამუდამოდ.

ასრე რომე, არაფერი არა სასოფლო გამოსაღები არა გეთხოებოდეს: არა ბაშმალი, არა პურის ბეგარი, არა კულუხი, არაფერსთანა არა, ერთის სათათროს საურის მეტი; და არა საბალახე არა გეთხოებოდეს და ჩვენისა კარზედ სამსახურის მეტი არა გეთხოვებოდეს-რა.

გქონდეს მკვიდრად, მოუშლელად, არაოდეს არა მოგეშალოს არა ჩვენგან, არცა სხვათა მეპატრონეთაგან. გიბედნიაროს და მოგახმაროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულად სამსახურშინა...

დაიწერა წიგნი ესე ქორონიკონსა სმდ, ხელითა იორყალისათა.


ნესტანჯარ

საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი სმდ (244) ანუ 1556 წელი. ასეა დათარიღებული საბუთი "კორპუსშიც"

მიუხედავად ზუსტად მითითებული თარიღისა, მიგვაჩნია, რომ საბუთის დამწერმა დაუშვა შეცდომა, რადგან ცალსახად საბუთის გამცემი სვიმონ მეფის მეუღლე დედოფალი ნესტანდარეჯანია (ამას მოწმობს მისი ხელრთვაც), ხოლო ნესტანდარეჯანი სვიმონმა 1559 წელს შეირთო. საბუთს ეტყობა, რომ ნესტანდარეჯანის სხვა საბუთების მსგავსად სვიმონ მეფის სპარსეთში ყოფნის დროსაა გაცემული და ამიტომ ჩვენი აზრით იგი დაწერილი უნდა იყოს არა სმდ, არამედ სჲდ, ანუ 1576 წელს, როცა სპარსეთის ტახტი შაჰ-ისმაილ II-მ დაიკავა და სვიმონი მისი ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი გახდა.

პუბლიკაცია

edit