1580 წ. 04.20. - შეწირულების წიგნი რამაზ-ყოფილი რომანოზისა ქვათახევის ღმრთისმშობლისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


... ჩუენ, ღმრთივ-გვირგვინოსნისა და ღმრთივ-დამყარებულისა მეფეთ-მეფისა დავითის ძემან პატრონმან რამაზ-ყოფილმან რომანოზ და თანამეცხედრემან ჩუენმან პატრონმან ხუარამზე-ყოფილმან ქრისტინა, და ძემან ჩუენმან პატრონმან ბაგრატ, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი და ყოვლისა ადამის ნათესავისაგან მოუდევარ-მოუსარჩლელი წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, ... ქუათახევის და ვლაქერნისა ღმრთისმშობელსა.

შემოგწირეთ და მოგახსენეთ: თელათუბანი სოფელი, ჩუენითა ალალითა საქონლითა ნასყიდი და ყოვლისა კაცისაგან მოუსარჩლელი და შემოუცილებელი, მისითა სამართლიანითა საზღვრითა და, რაცა ურიაყოფილსა მანათურს და მისთა ძმისწულთა აქუს, იმის გარეთად, სრულებით.

ჩვენგან ნასყიდი იყო და ჩუენ თქუენ შემოგწირეთ და მოგახსენეთ სალოცველად და სალხინებლად ცოდვილისა სულისა ჩუენისა, ბრძანებითა და ჯერჩინებითა მეფეთ-მეფისა სუიმეონისითა. მოგვიხსენებია და შემოგვიწირავს სოფელი თელათუბანი მისითა სამართლიანითა მზღურითა, მთითა, ბარითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, სარწყავითა და ურწყავითა, სათიბითა და ყოვლითა მისითა სამართლიანითა. და რაც ურია-ყოფილსა მანათურს და მისთა ძმისწულთა ჰქონებია, იმას გარეთად, სრულად ჩუენგან ნასყიდი იყო და ჩუენ თქუენთვის შემოგუიწირავს და ვიდრემდის ჩვენთა ხელთა იყო, არა ეთხუებოდა-რა სამეფო სათხოვარი და გამოსაღები: არა მუშაობა, არა სამსახური, არა ულაყი, არა საბაზიერო, არა საჯინიბო, არა სახორსალარო - არაფერი გამოსაღები და სათხოვარი არა, თუინიერ დიდისა სათათროსა საურისაგან კიდე.

და აწ, ჩუენ თქუენთვის მოგუიხსენებია და, რარიგადაცა შეეძლოს, პატიოსნისა და წმიდისა ტაძრისა თქუენისა მპყრობელნი ღირსნი წინამძღუარნი და წმინდანი კრებულნი, იმ რიგად იმსახურებდენ. და ჩუენ ცოდვილთათვის ლოცვას ჰყოფდნენ და შენდობით მოგუიხსენებდენ; და ყოველთა წირვათა ზედა ჩუენ, ცოდვილთათვის ნაწილსა აღმოიღებდენ...

დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონსა სნიჱ, თუესა აპრილსა , მეფობისა და მპყრობელობასა ღმრთისმსახურისა, ღმრთივ-გვირგვინოსნისა მეფეთ-მეფისა სუიმეონისა, ხელითა სამეუფოსა ქალაქისა მთავარეპისკოპოსისა, ტფილელისა ბარნაბასითა.

საბუთის დათარიღება

edit
ქორონიკონი სნიჱ (268), ანუ 1580 წლის 20 აპრილი.

პუბლიკაცია

edit