1580 წ. 06.30. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა ფრიდონ სააკაძის შვილებისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქართული ტექსტი

ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან სვიმონ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერთგულთა ყმათა, სააკაძესა ფრიდონის შვილთა და იოვანეს.

მას ჟამსა, ოდეს წყალობა გიყავით და გიბოძეთ თქუენი კერძი სამართლიანი სოფელი სამღერეთი, ახალშენი და აბალია მათითა სამართლიანითა სამძღურითა მთით ბარამდე, უკლებლად თქუენთვის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შიგან.

აწე, გიბძანებთ ხრამის მოურავნო და მელიქნო, ვინ გინდა-ვინ იყუნეთ, მერმე, მათი სამართლიანი მამული უკლებლად ფრიდონის შვილთა და იოვანესთვის გუიბოძებია. თქუენცა დაანებეთ და ნუ ეცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქორონიკონს სჲჱ, თიბათვეს ოცდაათსა, ხელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრის აღათანგელისძის ნავროზისითა.

  • სვიმონის ხელრთვა
სპარსული ტექსტი

სულტან მაჰმუდ ხან

ამჟამად ფრიდონ-აღა სააკაძის ბედნიერებით მოსილი შვილებისა და ხსენებული ფრიდონის ძმის ივანესადმი მაღალი ყურადღებისა მიპყრობის გამო, ჩვენ ვცანით მათ საკუთრებად და ვუწყალობეთ მათ, ხარის წლის დასაწყისიდან, ქვემოთ აღნიშნული სოფლები: ახალშენი, სამღერეთი და აბალია, რათა გადასახდელის დადგენის შემდეგ, მომეიზებმა აიღონ გადასახადების ანგარიში და გლეხებისაგან... მაღალი კარის მუსტოუფიმ იმ ადგილების მალუჯათი და სხვა გადასახადები, მათი შემოწმება-გამორკვევის შემდეგ, გლეხების მიერ გადახდილ ხარჯად და მათ (თიულდარების) ჯამაგირად გაატაროს დავთრებში და როცა მაღალ სიგელზე ბეჭედი დაისმება, ერწმუნონ მას.

დაიწერა 989 წლის ჯომადი I თვეს.

  • სვიმონის ბეჭედი

საბუთის დათარიღება

edit
ქორონიკონი სჲჱ (268) თიბათვის 30, ანუ 1580 წლის 30 ივნისი. ჰიჯრის 989 წლის I ჯუმადა არის 1581 წლის 13 ივნისი - 12 ივლისი
"კორპუსში" შეცდომით საბუთი 1580 წლის 30 ივლისითაა დათარიღებული.

პუბლიკაცია

edit