1581 წ. 01.12. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა გიორგი თულაშვილისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქართული ტექსტი

წყალობითა ღთისათა, ჩვენ, ღმრთივ-გვირგვინოსანმა მეფეთ-მეფემა სვიმონ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა ერთგულთა ყმათა, თულაშვილსა გიორგის და ძმათა შენთა.

მას ჟამსა, ოდეს წყალობა გიყავით და გიბოძეთ თქვენი და ნავროზისეული სამართლიანი მამული ალგეთის პირში საუფროსოს გარეთად ზრბითის ნახევარი, აწუფის საუფროსოს გარეთად ნახევარი და ვერის ხევში საუფროსოს გარეთად ღვევის ნახევარი სამართლიანი თქვენი მამული მისისა სამართლიანითა სამძღვრითა მთით ბარამდისინ თქუენთვის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიაროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შიგან.

აწე, გიბძანებთ ალგეთის პირსა და ვერის ხევის ტარუღავ, მელიქო და სხვანო ვინ გინდა-ვინ მოსაქმენი იყვნეთ, მერმე, ღვევისა, ზრბითისაი და აწუფისის ნახევარი საუფროსოს გარეთად სამართლიანი მათი მამული ისრევ გიორგისდა მისის ძმისთვინ გვიბოძებია და თქვენც დაანებეთ და ნუ ეცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქორონიკონს სჲთ, ათორმეტსა თვესა იანვარსა.

  • სვიმონის ხელრთვა
სპარსული ტექსტი

აბულ-მანსურ სოლტან მაჰმუდ ხან მირზა ჩემი სიტყვა

ამჟამად მასგავსთა შორის უდიდესის გიორგი-ბეგ თულაშვილისადმი უსაზღვრო კეთილგანწყობის, უფლებების, ღირსებებისა და მისწრაფებების საფუძველზე, ქვემოთ აღნიშნული ადგილები - სოფელ ზრბითის ნახევარი, სოფელ აწუფისის ნახევარი, სოფელ ღვევის ნახევარი, მას ვუწყალობეთ და ვუბოძეთ თიულად, რათა წლიდან წლამდე იმ ადგილების მალუჯათი და დივნის გამოსაღები არსებული ადათებისა და წესების მიხედვით მიიღოს იმგვარად, რომ უქონელნი და გლეხები მისი კმაყოფილი და მადლიერნი იყვნენ და იმ ადგილის რაიათებმა ზემოხსენებული თავის თიულდარად სცნონ, გამოიჩინონ სრული მორჩილება და დამჯერობა. ამის შესახებ აკრძალვა იცოდნენ და ვალდებულებად სცნონ.

დაიწერა მოჰარამ ალ-ჰარამის თვის დასაწყისში 989 წელს.

გადამწერის შენიშვნა:
შეესატყვისება როსთემ-ხანის დედანს. მირზა მოჰამედ აღალაროვი.

საბუთის დათარიღება

edit
ქორონიკონი სჲთ (269), ანუ 1581 წლის 12 იანვარი. ჰიჯრის 989 წლის მოჰარამ ალ-ჰარამის დასაწყისი არის 1581 წლის 14 თებერვალი.

პუბლიკაცია

edit