1582 წ. 04.05. - წყალობის წიგნი ქართლის კათალიკოს-პატრიარქ ნიკოლოზისა დავითგარეჯისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი დაკარგულია

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქართული ტექსტი.

... წმიდასა მამასა დავითს გარეჯისასა და ლოდსა პატიოსანსა, ესე წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგახსენეთ ჩუენ, სასოებით მინდობილმან ცვა-ფარვათა თქუენთამან, ქართლისა კათალიკოზ-პატრიარქმან ნიკოლაოზ, ვიგულისმოდგინე და შემოგწირეთ ჩუენი მკვიდრი ყმა ვაშაყმაშვილი ხარება, შვილნი და მომავალნი ყოველნივე სახლისა მისისანი, მას ჟამსა, ოდეს ჟამთა ვითარებისაგან თავისი მკუიდრი მამული დააგდო და წინას საგარეჯოს, ხოდაშენთ ბოლოს, იფნიანში დასახლდა. მოვიდეს ჩემნი ძმანი, აჰყარეს და წაიყუანეს, ვითა: "ჩუენი მკუიდრი ყმა არისო".

ახლა მეორედა დავიხსენ ჩემთა ძმათაგან და კიდევე მასვე ადგილსა ხოდაშენთ ბოლოს, იფნიანში დავასახლეთ და შემოგწირეთ, კითხუითა, ბრძანებითა და ნებადართუითა ღმრთივ-გუირგუინოსნისა, მეფეთ-მეფის პატრონისა ალექსანდრესითა, თქუენ, სასოსა შესავედრებელსა, მეოხსა და დიდსა ნუგეშის-ცემასა ორთავე შინა ცხორებათა, სუეტსა ღმრთივ-აღმართებულსა, კუართსა საუფლოსა, მირონსა ღმრთივ-მყოფელსა და ხატსა შენ საშინელსა, ღმრთისა და უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, და წმიდასა და ღმრთივ-შემოსილსა მამასა დავითს გარეჯისასა და ლოდსა პატიოსანსა.

შემოგწირეთ ვაშაყმაშვილი ხარება ყოვლითურთ სახლეულით, მომავლით მისითა. მისითა მამულითა, ველითა, ვენახითა, სახნავითა და უხნავითა, ნასყიდითა და უსყიდელითა, სახმარითა და უხმარითა, ყოვლითურთ უკლებად და არვის აქუს საქმე და ხელი ამასთანა, თუინიერ ჩუენ, ქართლისა კათალიკოზსა და უდაბნოს წინამძღუარისაგან კიდე...

დაიწერა მტკიცე და შეუცვალებელი წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა სო, თუესა აპრილსა ხუთსა, ხელითა ფრიად ცოდვილისა უდაბნოს წინამძღვრის იოსებისითა.

  • დამტკიცება

ხელმწიფე ალექსანდრე ვამტკიცებ ნებითა ღვთისათა, ამინ.

საბუთის დათარიღება

edit
ქორონიკონი სო, ანუ 1582 წლის 5 აპრილი.

პუბლიკაცია

edit