1583 წ. 06.26. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა გიორგი უგანაძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, ღმრთივ-აღმართებულმან და ღმრთივ-დამყარებულმან და ღმრთივ-გუირგუინოსანმან ძლიერმან და უძლეველმან ხელმწიფემან და მეფეთ-მეფემან პატრონმან სვიმონ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და წესისაებრ მრავალგვარად თავდადებით ნამსახურთ ყმათ, უგანაძეებს გიორგის და დავითს და შვილსა თქვენსა შიოშს და მზეჭაბუკს, სხვათა შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდექით კარსა და მამულისა წყალობას გვიაჯენით. ჩვენცა ვიგულეთ და ვიგულსმოდგინეთ და მოკითხული ვქენით და სიგლები გინახეთ, გაგისინჯეთ, ძველთაგანცა თქვენი ყოფილიყო. შეგიწყალეთ და გიბოძეთ კარბი რარიგადცა და რომელიც თქვენი სამკვიდრო ძველი სიგლით ყოფილიყო და ისრევე თქვენი მკვიდრი და ძველთაგან სიგლით დამტკიცებული სახელოთი, მკვიდრად და ხელშეუალად თვისის ხელობითა და სამართლიანის სამზღვრითა: მთითა და ბარითა, წყლითა, საწისქვილოთა, შენითა და ოხერითა, შესავლითა, გასავლითა და ყოვლის მისის სამართლიანის საქმითა, ყოვლითურთ მოუკლებლად, თქუენთვის გვიბოძებია და შვილთა თქვენთათვის.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულად სამსახურშიან. არ მოგეშალოს არა ჩვენგან და არა შემდგომად ჩვენსა შვილთა და მომავალთა, ყოველთავე.

თქვენცა ასე გაუთავეთ და ნუ მოუშლით და შეეცილებით შეწევნისა და თანადგომისა კიდე.

დაიწერა ნიშანი და ბძანება ესე ქორონიკონსა სოა, თიბათვეს კვ, ხელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრის რევიშვილის ზილყიყარისათა.

  • სვიმონის ხელრთვა

საბუთის დათარიღება და შენიშვნა

edit
ქორონიკონი სოა (271) თიბათვის კვ, ანუ 1583 წლის 26 ივნისი.

პუბლიკაცია

edit