1583 წ. 12.07. - ბრძანება სვიმონ მეფისა სვეტიცხოვლის ყმების შეუვალობის შესახებ





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქართული ტექსტი

წყალობითა ღმრთისათა. ქ. მეფე-მეფეთა სვიმეონ გიბძანებთ, მესტუმრეო, ჩუენ მაგიერად ქალაქის ტარუღათა, მელიქთა, მამასახლისთა და მოსაქმეთა ასრე მოახსენეთ:

მერმე, რაც სვეტისცხოველის ყმა იყოს მანდა, მათს მოსაქმეთ დაანებეთ, რომე სვეტს ცხოველს ამსახურონ და ნურასფერს საჩუენოს და სათქუენოს სათხოვარს ნურასა სთხოვთ და ნურცარას აქნევინებთ, ერთის სათათროს საურის მეტსა - ნურც ბაშმალსა, ნურც ტიკსა და ტომარასა და ნურც ულაყსა. და რაც სუეტის ცხოვლის ყმანი იყუნენ, ან მოქალაქენი და ან გორელნი, რომე ჩუენის ფარვანით დაგვენებებინოს, მათი დამღაცა სვეტსა ცხოველს დაანებეთ, რომე ვისცა პატრონი კათალიკოზი დააყენებდეს, იმათ მიაბარებდენ. და თუ დაკლებენ, რომე სვეტს ცხოველს მოახმარებდენ.

ქორონიკონს სოა, ქრისტიშობისთვეს .

სპარსული ტექსტი

გამოვიდა მაღალი ბრძანება, რომ ქრისტიანობის ბურჯის - კათალიკოზის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების და წყალობის გამო, ჩვენ დავადგინეთ, რომ ხსენებული მმართველობის საფარველის ყმებს, რომლებიც მას ჰყავს ოლქში, რომელიც სახასო სარქარს ეკუთვნის, რა ადგილასაც არ უნდა იყვნენ ისინი, ტარუღებმა, მელიქებმა, ქეთხუდებმა და გამოსაღებთა ამკრებებმა არავითარ შემთხვევაში, გარდა საურისა, ერთი დინარი და ერთი ბათმანი პურის მარცვალი არ მოსთხოვონ და არ შეაწუხონ ისინი. ამის შესახებ გამოცემული ბრძანება იცოდნენ და წინააღმდეგობა არ გასწიონ.

დაიწერა ზულ-ჰიჯჯას თვეს, ცხვრის წელს, 991 წელს.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი სოა ქრისტეშობისთვის , ხოლო მუსულმანური კალენდარით 991 წლის ზულ-ჰიჯჯა. ორივე თარიღი შეესაბამება 1583 წლის 7 დეკემბერს.

პუბლიკაცია

edit