1586 წ. 03.01. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა იოთამ ბარათაშვილისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit


ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან პატრონმან სუიმეონ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ, მოგიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ბარათაშვილსა იოთამს, და მას ჟამსა, ოდეს მამულისა წყალობასა გუიაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოჴსენება თქუენი და გიბოძეთ ქუეშისჴევს სოფელი ჯანაზიანის ნახევარი, თქუენი სამკვიდრო კომლი ათი, მისითა მართლითა სამართლიანითა საქმითა, ველითა, ვენაჴითა, წყლითა, წისქვილითა, სასარითა, საჴნავითა, სათიბრითა, ჭლითა, საძოვრითა, შესავლითა და გამოსავლითა. მთით ვიდრე ბარამდე თქუენთვის გუიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურშიგან.

აწე, გიბძანებთ კარისა ჩუენისა ვაქილ-ვაზირნო და მოსაქმენო და კარისა ჩუენისგან წარვლენილნო ქუეშისჴევის ტარუღანო და მელიქნო, და სხვანო მოსაქმენო ვინ გინდა-ვინ იყუნეთ, ანუ ვინ გინდა-ვინ იქნებოდესთ, მერმე თქუენც ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამ ჩუენს ნაწყალობევს ფარვანაშიგან ეწეროს. ნურცა-რას თქუენ შეუშლით და შეეცილებით, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე, ვიდრე.

დაიწერა ნიშანი და ბძანება ესე ქორონიკონსა სოდ, თვესა მარტსა, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობარისა, ესტატე აბაშისძისათა.


ხვეული ხელრთვები:

საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი სოდ (271), ანუ 1586 წ..

პუბლიკაცია

edit