1602 წ. 12.08. - მამულის წყალობის წიგნი გიორგი მეფისა ქაიხოსრო ჯავახიშვილისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

edit

ქ. რაც ჯიმშერის დე[დას], თუხარს, ბატონის მამის ჩუენის ნაბოძებს წიგნში მამული უწერია მისის სამართლიანის სამძღურითა და საქმითა, სადამდის თუხარ ცოცხალ იყოს, მისი კერძი მამულიცა და თუხარცა ჯავახიშვილის ივანე{ს} შვილის ქაიხოსროსთჳს მოგვიბარებია და მის სიცოცხლეში ნურ{ა}ს დააკლებს და კარგა შეინახოს. და რა თუხარ აღარ იყოს და მოკუდეს, მას უკან, რაც ბატონის მამის ჩუენისაგან თუხარისთჳს ნაბოძები იყოს და წიგნში ეწეროს სამკუიდროდ, ქაიხოსროსთჳს გვიბოძებია. და ნურა კაცი ნუ ეცილებით. და რაც ჯიმშერის ნაცოლარს ულუმპიას ბატონის მამის ჩუენის ნაწყალობევს წიგნში ეწეროს, იმას ქაიხოსროვ ნუ{რა}ს ეცილების, და რ{ა}ც წიგნში არ ეწეროს, მის მეტს ულუმპია ქაიხოსროს ნურას ეცილების.

ქ(ორონი)კ(ონ)სა სჟ, ქრისტეშობის თუეს .

ხელრთვა ხვეულად: გიორგი



გვიანდელი მინაწერები საბუთის ვერსო-ზე::

1. მ. დ. ჯავახიშვილი.

2. მ. დ. ჯავახიშვილი (ხელმოწერა გაკრული ხელით, პირშექცევით)

3. საქართველოს სიძველენი, ტ. II, 16.

საბუთის დათარიღება

edit
თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟ (290), ქრისტეშობის თუეს  (8), რაც გვაძლევს 1602 წლის 8 დეკემბერს.

შენიშვნები

edit
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.51
საბუთში ასახულია საგვარეულო ქონების გადანაწილების პროცესთან დაკავშირებული იურიდიული რეგულაციები. ვაჟი მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მამაკაცის გარდაცვალების შემთხვევაში, მეურვეობა მის მეუღლეზე და ასულებზე (თუ ასეთები ჰყავდა) რჩებოდა გარდაცვლილის უახლოეს ნათესავს ამავე საგვარეულოდან, ხოლო მეუღლის გარდაცვალების და ასულების გამზითვების შემდგომ გარდაცვლილის უძრავი ქონება გადაეცემოდა მეურვედ დანიშნულ პირს.

პუბლიკაცია

edit