[ქ]. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩვენ, ღ(მრ)თივ-გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერდგულსა ყმასა, გოგიბაშვილს ადოღომიშს და ზაქარიას.
მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულისა წყალობას დაგუაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ სომხითს ორი კუამლი გლეხი: დონმაზა და ჰ{ა}ზარდე[ღ]ა და ნასოფლარი ტანძუტი მისისა სამართლიანის სამძღვრითა და საქმითა, შესავალითა და გამოსავალითა, ყოვლითურთ თქვენთვის გვიბოძებია.
გქონდეთ და გიბედნიეროთ ღ(მერ)თმან ჩვენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.
აწე, გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვაქილ-ვაზირნო, მდივან[ნ]ო და სხვანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყვნეთ და ანუ ვინგინდავინ იქნებოდეთ, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს სიგელში ეწეროს. ნურც არას თქვენ შეუშლით და შე{ე}ცილებით, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟვ, ხელითა კარისა ჩვენისა მწიგნობრისა თუმანიშვილის ნასრისითა .
ხვეულად: ლუარსაბ. ადგილი ბეჭედის
თამარ.