1608 წ. 03.29. - სითარხნის წიგნი ლუარსაბ მეფისა ბობნაველთადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირები:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

edit

ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ესე წყალობისა და სითარხნის ნიშანი გიბოძეთ ჩვენ, დედოფალთ-დედოფალმან, პატრონმან თამარ და ძემან ჩვენმან პირმშომან, მეფემან პატრონმან ლუარსაბ , თქვენ, ბობნაველთა წმინდის გიორგის მოსამსახურეთა.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და სითარხნის სიგელი დაგვეაჯენით, ჩვენცა მოკითხული ვჰქენით, და პირველთა მეფეთაგანცა თარხანნი ყოფილიყვენით, და სიგელიცა გქონდათ. აწეცა, ჩვენად სადღეგრძელოდ და გასამარჯვებლად და მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად, სიგლითა ამით გათარხნეთ და განგათავისუფლეთ. ასე რომე, არაფერი საჩვენო სათხოვარი და გამოსაღები არა გეთხოებოდეს-რა ერთის ზვრის სამუშაოსა და ციხის აგების მეტი. სხუა არასთანა არა გთხოვოთ რა და არც ეს სიგელი მოგიშალოს.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვაქილ-ვაზირნო და ატენისჴევის მოურავნო და მოსაქმენო, თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადცა ამ ჩვენგან ნაბოძებს სიგელში ეწეროს. ნურცა რას თქვენ შეუშლით და შეეცილებით, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა სჟვ, მარტის კთ, ჴელითა კარისა ჩვენისა მწიგნობრისა თუმანიშვილის ნასრისათა .

ხელრთვა: თამარ, ლუარსაბ.


მინაწერები:

1. ქ. ჩვენად სადღეგრძელოდ და გასამარჯვებლად, რარიგადაც ამ წიგნში უწერია, იმრიგად ჩვენცა გვითარხნებია.

ბაგრატ.

2. ჩვენად სადღეგრძელოდ და მეფობისა ჩვენისა წარსამართებლად, რარიგადაც ამ წიგნში სწერით, ჩვენც ისრევე სამკვიდროდ და საბოლოოდ გვითარხნებია. ქ(ორონი)კ(ონ)სა კა (?)

საბუთის დათარიღება

edit
თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟვ (296), მარტის კთ, რაც გვაძლევს 1608 წლის 29 მარტს.

პუბლიკაცია

edit