ქ. ღ(მრ)თივ-გვირგვინოსანმა მეფეთ-მეფემან, პატრონმა ლუარსაბ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა, სააკაძესა, ქალაქის ამირათ-ამირასა გიორგის და ძმასა თქუენსა ქეიხოსროს და შვილსა თქვენსა ავთანდილს, და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე, მას ჟამსა, როდეს მოგიდეგით კარსა და მამულის წყალობას გვიაჯენით.
ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, და შეგიწყალეთ და გიბოძეთ სა[ბარა]თიანოში სოფელი კრწანისი მისის სამართლიანის სამძღვრითა და საქმითა, მთას აქეთ – ჯავახიშვილის გამრეკლის კერძი, ცხირეთს - ურუმბეხაშვილი გოჩია, კუამლი ერთი, საჯავახიანოს ხანდაკს – ჯავახიშვილის გამრეკელის კერძი მამული, რისაც მქონებელი ყოფილიყოს, მისის სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენაჴითა, საჴნავითა, სათიბრითა, ყოვლის მისის სამჭმოთა, – თქუენთჳს გვიბოძებია, {მ}კვიდრათ და სამამულეთ. გქოდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგა.
აწე, გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა ვინ გინდა-ვინ იქ[ნებო]დეთ, მერმე, ბრძანება და ნიშანი თქვენც ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევსა ფარვანაში ეწეროს, ნუ შეუცლით და შე{ე}ცილებით.
დაიწერა ნიშანი და ბ(რძანე)ბა ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟვ, მკათათვესა იბ, ჴელ[ითა კა]რისა ჩუენისა მწიგნობრის რევიშვილის ქუმსისათა.
ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ
დედანს ჰქონია ოთხი ბეჭედი: ოთხკუთხედი, გაურკვეველი ლეგენდით; ოვალური, სპარსული ლეგენდით.