1609 წ. ახლო - ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნი შანშე ჯავახიშვილისა გიორგი ცალქალამანიძისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა edit

დედანი: Hd-3295

პირი: Hd-7567

საბუთის ტექსტი edit


საბუთის ტექსტი: 1985 - ქართული სამართლის ძეგლები" - ტომი VIII - № 842



...ესე ნასყიდობისა წიგნი და სიგელი მოგეცით ჩუენ, ჯავახიშვილმან პატრონმან შანშე, შვილთა ჩუენთა შალვა და ქაიხოსრო, თქუენ ცალქალამანიძეს გიორგის, შვილთა თქვენთა იოთამს და სეხნიასა.

მას ჟამსა ოდეს ქალაქსა და გორში ვალის გარდამხდენი შევიქენით. დიდად დაგუეჭირა და მოგყიდეთ სკრას ჩვენი მკუიდრი და ყოვლის ადამის და მის მონათესავეს კაცისაგან უცილებელი გლეხი ბესალაშვილი პაატა, მისი ძმა გიორგი და მისი შვილი შოშია და ძმისწული ზუბია და სვიმონა მათის ორის ვენახითა და მრთელის მამულითა ყოვლითურ, რისაც მქონებელი იყოს, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენახითა, სახლ-კარითა, ჭურ-მარნითა, კალო-საბზლითა, სახნავითა და უხნავითა და ყოვლის მისის სამართლიანის სამზღურითა და საქმითა.

და ავიღეთ თქუენგან ფასი მარჩილი ორას ოთხმოცი და შეგჯერდა ჩუენი გული. მოგუებარა უკლებად და არღარა დარჩა რა ჩუენი თქვენს ხელთა მოყრობისა და მოსამართლობის მეტი.

...არიან ამისნი მოწამენი და გარდამწყუეტნი: გოგიბაშვილი გოგიბი, მარტიროზიშვილი ავთანდილი და მისი ძმა ბეჟან, გოდაბრელიძე იესე, ბეჟანიშვილი ადოლა და ჩუენი ყმა ბერუა და გოგია.

საბუთის დათარიღება edit

საბუთს არ აქვს თარიღი, თარიღდება შანშე ჯავახიშვილის სხვა 1609 წლის საბუთის მიხედვით

საბუთის პერსონალია edit

პუბლიკაცია edit