1609 წ. 03.09. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა ბარზი ამილახორისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირები:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

edit

ქ. ჩ{უ}ენ, გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან, პატრონმან ლუარსაბ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერთგულსა ყმასა, ამილახ{ო}რს ბარზის და თქუ{ე}ნსა ბიძასა დემეტრეს და მამავალთა სახლისა თ{ქ}ვენისათა, მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და თქვენს ბიძაშვილს ფარემუზას რომ მამული ქონდა, იმის წყალობას დაგვეაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქ{უ}ენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ: სახასო ჯუ{ა}რი ჴელშეუალად, ჯეჯიკური, ახმაჯი და ავარანი; აზნაურ{ი}შვილი: მაღრანელი, ტარსაიჭაშვილი ხადია და მისი ძმა ლაბახუნა, შანაშვილი ივანე, ყანჩაელი გოსტამ და ძაგანიშვილი შოშიტა. ესეები მათის სამართლიანის მამულ{ი}თა, სამძღვრითა და საქმითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვ{ი}ლითა, ველითა, ვენახითა, შესავლითა და გამოსავლითა, ყოვლითურთ, სამკვიდროთ და სამამულეთ თქვენთვის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერდგულად სამსახურსა შიგა.

აწე, გიბრძანებთ, კარის[ა] ჩვენისა ვაქილ-ვაზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყვნეთ და ანუ ვინ გინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადცა ამა ჩვენგან ნაწყალობევს სიგელში ეწეროს, ნურცა-რას თქვენ შეუშლით და შეეცილებით, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგ{ა}ნ კ{ი}დე.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კო(ნ)ს სჟზ, მარტის , ხელითა კარისა ჩვენისა მწიგნობრის თუმანიშვილის ნასრისითა.


პირის გადამწერის ცნობით, დედანს ჰქონია სპარსული ("თათრული") ბეჭედი და მეფის ხელრთვა: ლუარსაბ.


მისივე მინაწერი: ნამდვ{ი}ლთანა თანასწორ არს, პოსრედნიკ-პროპორშჩიკ{ი} სოლომონ ფურცელაძე.

საბუთის დათარიღება

edit
თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟზ (297), მარტის თ (9), რაც გვაძლევს 1609 წლის 9 მარტს.

შენიშვნები

edit

"პირთა ანოტირებულ ლექსიკონში" სოფლების სახელები იკითხება; "ყური, ჯეჯიკური, ახმაჯი და ავახანი", ხოლო აზნაურიშვილთა სახელები მაღრანელი, ტარსაიჭაშვილები ზალია და ლამაზუნა, შანაშვილი ივანე, ყანჩაელი გოსტაბ, ძაგანიშვილი შოშიტა". ამასთანავე დემეტრე იხსენიება ბარზის ძმად და არა ბიძად.

პუბლიკაცია

edit