1610 წ. - წყალობის წიგნი დომენტი კათალიკოზისა მცხეთისშვილ ზავრად გარაყანიძისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: 1448-5572



საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 82


საბუთის შინაარსი

edit

"ქართლისა კათალიკოზმან პატრონმან დომენტი" უწყალობა მცხეთისშვილ ზავრადა [გარაყანიძეს] და მის შვილებს გიორგის, რამაზს, გურგენს და ყაყალაჩს ბიწმენდში ცხვირმრუდი გიორგი შვილითა და შვილიშვილით და ჩეკურაშვილი ნადირა მისი მამულით, ხოლო ჭიაურში - ბასილა და მისი შვილი ქემა მისი ძმა და მათი შვილები და ყაურა მისი ძმით და შვილებით თავიანთი მამულებით.

დაიწერა სიგელი ქორონიკონს სჟჱ ქავთარ სუიმერნელის ხელით.

შენიშვნა

edit

ქართული სამართლის ძეგლებში საბუთის ადრესატია მცხეთისშვილი ზ[ია]რადი, სახელი ზავრად [გარაყანიძე] აღდგენილია პირთა ანოტირებული ლექსიკონის მიხედვით.

პუბლიკაცია

edit