სახელითა სახიერის{ა}, არსებ(ა) დაუსაბამოს{ა} ღმრთისა, მამისა, ძისა, სულისა წმინდისათა; მეოხებითა ყ(ოვლა)დ წმიდისა, ყოვლად უხრწ[ნელისა], ყ(ოვლა)დ ბიწ-შეუხებელისათა დედოფლისა ჩვენისა [ღმრ]თისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარი[ამისა]თა; პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა; ოხითა შე[წევნ]ითა, წმიდისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემე(ლი)სა იოვანესითა, და თანამეტომისა მისისა და სეხნის მობაძავისა ი(ოან)ე ღ(მრ)თისმეტყველისათა; მინდობითა და შუამდგომლობითა წმინდათა თავთა მოციქულთა, პეტრესითა და პავლესითა, და ყოველთავე ათორმეტთა მოციქულთა; თანამოქმედებითა მდგომარეობითა წმინდისა და ზეშთა არსისა, ცათა მობაძავისა კათოლიკე ეკლესიისა და მას ზედა შინა მღრთივ-აღმართებულის სვეტისა ცხოველისა, კვართისა საუფლოსა და მირონისა ღ(მერ)თ-მყოფელისათა.
ამათ ყოველთა წმინდათა თავსმდებობითა, მინდობითა და შუა მდგომლობითა, ეს უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი გიბოძეთ ჩვენ, ქრისტეს ღ(მრ)თისა მიერ კურთხეულმა, ყოვლისა აღმოსავლისა და ჩრდილოსა დიდმან მამათმთავარმან, კა(თალიკო)ზმა, პატრონმა ზებედე, შეგიწყალეთ და გიბოძეთ კითხვითა და ნებადართულობითა ღთივ-გვირგვინოსნის მეფეთ-მეფისა ლუარსაბისათა.
მოგეცათ და გიბოძეთ დიდისა და ცათა მობაძავისა კათოლიკე ეკლესიისა ჯვარისმტვირთველისა ელიოზისძეთა - გედეონისშვილთა: დავითს, როსებს, ქაიხოსროს, ძმათ(ა) და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.
და შეგიწყალეთ და გიბოძეთ ერედვს გილაშვილი გიორგი, დათუა მისის მამულითა, ყოვლითურთ უნაკლოდ: მთითა, ბარითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, სახლითა, კარითა, ქვევრით, მარნითა ყოვლითურთ უნაკლულოდ; კიდევე მოგიბოძეთ სათიხარი მისის მთითა, ბარითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, შესათიბითა, ყოვლითურთ უნაკლულოდ. საღირაშვილი დათუა , პაპუა, ლომაური დათუა, კიდევ ლომაური ბერუა, ჯერკვალიშვილი ვეფხი და მახაჯარებლისძე მაღრიბა მისითა მამულითა.
გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმა საყდრისა და ჩვენსა ერდგულად სამსახურსა შიგა, შენ, ჯვარისმტირთველსა დავითს და როსებს, ქაიხოსროს. თუ ვისმე სიგე(ლი) ჰქონდეს, სიგლითა ამით გაგვიცუდებია. მტკიცე ესე ოდენ არი.
არა შეგეცვალოს და არა მოგეშალოს ჩვენგან და არა შემდგომად ჩვენსა {ს}ხვათა კათალიკოზთაგან. ამ{ი}ს [დამა]მ(ტ)კ(ი)ცებელი ღ(მერ)თ(მა)ნ აკურთხოს, ღ(მერ)თმან და წმინდამან ღ(მრ)თისმშობელმან და კათოლიკე საყდარმან. ვინც ჩვე[ნი] [დამტკიც]ებული სიგელი შეგ{ი}ცვალოს, იცვალების სჯულისაგან ქრისტიან{ე}თ{ა}სა, [შე-მცა-]ედების კეთრი გეზისა, შიშთვილი იუდასი, დანთქმა დათან და აბირონისი, ძრწოლა კ{ა}ენისი, მეხტეხილობა დიოსკორესი, იშალოს წმიდათამცა მამათა კანო(ნ)სა ქვეშე არის.
დაიწერა სიგელი და ბრძანება ესე სჟჱ, ხელითა ორუბეგის შვილის ქრისტეფორესითა.