რომელი იყო პირველითგან, არს და იყოს, რომლისა მიერ შეიქმნნეს ყოველნი საუკუნენი და არსნი, ხილულნი და უხილავნი, და უპყრიან ყოველნივე ბრჭალითა მკლავსა მის ძლიერებისათა. ამან გარეშეუწერელმან შეგ[უ]მზადა ცად სულიერად და ტაძრად წმიდად, სავანედ თავისა თუისისა, და გიხაროდენთა მიერ ზეგარდამოთა დაემკუიდრა შენ შორის. და იშვა შენგან სულისა მიერ წმიდისა ძე ღ(მრ)თისა ერთი სამებისაგანი ჴორცთა შესხმით, ღ(მერ) თი სწორი მამისა, ბუნებით ერთარსებისა, ერთუფლებისა, ერთზრახუისა და ერთმოქმედებისა, რომელი არაოდეს დააკლდა ცათა შინა ყოფასა და განკაცნა, და წესი ყოველი ღ(მრ)თისა და კაცობრივი მრჩობლი აღასრულა, და უკანასკნელ ჴსნისათუის ჩუენისა ჯუარს ეცვა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა მოსწავებისაებრ წმიდათა წ(ინას)წ(არმეტ)ყუელთასა. ხოლო აქა დაგუიტევნა შემდგომად ამაღლებისა ზეცად და დაჯდომისა მარჯუენით მამისა, ჯუარი ცხოველსმყოფელი, ქადაგნი წმიდანი მოციქულნი, მღდელთმოძღუარნი, მოწამენი, ქალწულნი, მესუეტენი, მეუდაბნოენი და მამანი ღირსნი, რომელთა მიერ ვისწავეთ ჩუენ წარმართთა თაყუანისცემა ღ(მრ)თისა.
ეჰა, ადამ დაცემულისა აღმართებაო და ევას მწუხარებისა სიხარულად შეცვალებაო, ტომობით ასულო ადამისო და მადლითა დედაო ღ(მრ)თისაო, ესე მტკიცე და ქცევა-გამოცულილებასა შიგან ჟამთასა უქცეველი და უცვალებელი წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგახსენეთ ბოლნისს თქუენ, წმიდათა უწმიდესსა წმიდასა დედოფალსა სიონთა ღ(მრ)თისმშობელსა, ებისკოპოზობასა ბოლნელისსა, პატრონისა საბასსა.
ჩუენ, მსასოებელმან თქუენგან და მინდობილმან ცვა-ფარვათა თქუენთაგან, ძისა შენისა და ღ(მრ)თისა ჩუენისა მიერ გუირგუინოსანმან, და შენ მიერ დედოფალთა-დედოფალმან, პატრონმან თამარ, ვიგულეთ და შემოგწირეთ ბოლნისს კუამლი კაცი ერთი – ვართანა და მისნი შვილნი – ბოლნისს, რისაც მამულისა მქონებელი იყოს: სასახლითა, ვენაჴითა, წყლითა, მიწითა და ყოვლის მისის შესავალ-გასავლითა, ცოდვათა ჩუენთა შესანდობრად და ძისა ჩუენისა, პატრონისა მეფის ლუარსაბის სადღეგრძელოდ და მეფობისა მათისა წარსამართებლად, ასრე ჴელმოხსნით, რომე არა ეთხოებოდეს საჩუენო მუშაობა და გამოსაღები: არა ღალა და კულუხი, არა ჴარი, არა გუთანი, არა ბაშმალი და არასთანა არა, ერთის თქუენის სამსახურისაგან კიდე, ამა წესითა, რომე წელიწადსა შიგან ერთსა დღესა დღესასწაულსა ზეცად მიცვალებისა შენისასა, მარიამობისა, ეპისკოპოსი თქუენი, ბატონი ბოლნელი, სამუდამოდ, ვინ გინდა-ვინ იყოს და ანუ ვინგინდა-ვინ იქნებოდეს, ჩუენისა სულისათუის ჟამსა სწირევდეს. და მისთანა ერთსა მღდელსა და ერთსა მთავარდიაკონსა აწირვინებდეს და კარისა მისისა კრებულსა დასხემდეს. და თუ ვინმე გლახაკი და დავრდომილი შემოესწრას, მათ მოუწოდდეს და ჩუენთუის აღაპსა გარდაიჴდიდეს. და არას წლის მარიამობასა, ამა სასულიეროსა აღაპსა არა დაგუაკლებდენ.
ჰე, წ(მი)დაო დედოფალო, ღ(მრ)თისმშობელო, ქრისტიანეთა სიქადულო, დაცემულთა აღმმართებელო, სარწმუნოებით მდგომარეთა განმამტკიცებელო, სასოებით შენდა მოლტოლვილთა მსწრაფლ მეოხო, რომელმან დაჴსენ შეცოდება იგი პირველი და გზა გუექმენ აღმყუანებელი ზეცად, და დამაგენ ჩუენ ურჩნი და განდგომილნი ღ(მრ)თ(ი)სა, შეიწირე მცირე ესე შესაწირავი. და გარნა სასოებით შეწირული და მცირისა წილ შესაწირავისა ამის მოგუატეუ მოწყალება მრავალ მოწყალისა ძისა შენისა. და მოგუანიჭე უხუად მეოხება შენი და აღმრაცხე მარჯუენით ცხოვართა მათ პირმეტყუელთა თანა, დღესა მას დიდებით მოსლვისა მისისასა, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, ოდეს იგი მიაგებდეს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ, რამეთუ მისი არს დიდება და სიმტკიცე თანა მამისა და სულისა წ(მი)დისა, აწ და მარადის და უკ(უნით)ი უკუ(ნისამდე), ა(მი)ნ.
აწე, ვინცა და რამანცა ძემან კაცისამან ჴელყოს მოშლად და ქცევად ამისად და გამოწირვად, და გამოგწიროს და [ა]ნუ ესე ჩუენი წირვა და აღაპი მოგუიშალოს დიდმან ანუ მცირემან მეპატრონემან, ანუ რისაცა ჴელისუფალმან, გინა სამღდელოთა და საეკლესიოთა დასთაგანმან ვინმე, და ესე ასრე არა გაათავოს ვითა ჩუენ, სასოებით შემოგუიწირავს და განგუიწესებიეს სასულიერო წირვა და აღაპი, რისხავსმცა დაუსაბამო და დაუსრულებელი ღ(მერ)თი, მამა, ძე და სული წ(მი)და და ყოველნი წმიდანი ღ(მრ)თისანი ზეცისანი და ქუეყანისანი, ჴორციელნი და უჴორცონი, და შენ, წმიდა დედოფალი ღ(მრ)თისა მშობელი. და ნურათამცა სინანულითა ნუ იქნების ჴსნა სულისა მისისა. და ჩუენთამცა ცოდვათათუის იგი განიკითხუის დღესა მას დიდსა განკითხუისასა. დამამტკიცებელნი ღ(მერ)თ(მა)ნ აკურთხნეს და წ(მი)დამან ღ(მრ)თის მშობელმან.
დაიწერა მტკიცე სიგელი ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა, სჟთ, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა მარგუელისშვილისა ლაზარესითა.
ხელრთვები ხვეულად: თამარ, ლუარსაბ
უზის ორი ბეჭედი სპარსული წარწერით.