ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ესე წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ კითხუითა, ბრძანებითა და ნებადართუითა ძისა ჩუენისა, მეფეთ-მეფისა, პატრონისა ლუარსაბისითა, ჩუენ, დედოფალთა-დედოფალმან პატრონმან თამარ, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა გულჩარაბაჯის და შვილიშვილთა შენთა: შაველის, ბეჟანს, ვახტანგს, ქაიხოსროს, ქიშვარს და მამავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.
ასრე და ამა პირსა ზედა, რომე მეჯურისჴევს ბატონის ჩუენის დედამთილისაგან წყალობად გლეხები და მამულები გქონდა. და ჩუენცა შეგიწყალეთ და გიბოძეთ მეჯურისჴევს ფიცხელაურის ლომისა და ზაქარიას ნაქონი სასახლე, ზვარი და ჭურ-მარანი და გლეხები სალუქაშვილი კოკოლა, ჴევისჯურელი მათია და მახუტა, კოსტანური დავითა, ასანაშვილი ჟამიტა. ესები მათის ყოვლის სამართლიანის სამძღურითა, მამულითა, ნასყიდითა და უსყიდითა, ს{ა}ძებრითა და უძებრითა, ყოვლითურთ მკუიდრად და სამამულედ თქუენთვის გუიბოძებია. და დაგ{ი}დევით აღაპი მეფის, პატრონის გიორგის სულის საოხად და მეფის, პატრონის ლუარსაბის სადღეგრძელოდ, გიორგობის თვეს კდ, გარდაიჴდიდეთ კარგაღებულსა აღაპსა და დახარჯევდეთ ექუსის კოდის პურის ნამცხუარსა, ექუს კოკას ღვინოსა, ორს ზურგიელსა და მის სამარხოსა, ერთს ჩარექს სანთელსა, ერთს ქსანს საკმეველსა და ორს მღდელსა და ერთს მთავარდიაკონს ჟამს აწირვინებდით და საწირავს მისცემდით. და ამ აღაპს იქავე, მეჯურისჴევს, ყოვლად წმიდის წინ გარდაიჴდიდით და, რაც მორჩებოდეს, ვინგინდა-ვინ წინამძღვარი იდგეს, იმას მიაბარებდით და ეს აღაპი არაოდეს არ მოიშალოს.
აწე, ვინცა და რამანც ადამის მონათესავემან კაცმან, დიდმან და ანუ მცირემან, ანუ მეფემან, ანუ დედოფალმან, ანუ თავადმან, ანუ აზნაურშვილმან ჴელყოს შლად და არა გათავებად, ამისად მასმცა რისხავს პირველ დაუსაბამო და დაუსრულებელი ღ(მერ)თი და ყოველნი მისნი წმიდანი, ზეცისანი და ქვეყანისანი, ჴორციელნი და უჴორცონი. და ნურათამცა სინანულითა ნუ იქნების ჴსნა სულისა მისისა. ხოლო გამთავენი და დამამტკიცებელნი ამისი ღ(მერ)თ(მა)ნ აკურთხოს.
დაიწერა სიგელი ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა სჟთ.
ხელრთვა: თამარ