ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, ღ(მრ)თივ-აღმართებულმან და ღ(მრ)თივ-დამყარებულმან და ღ(მრ)თივ-გვირგვინოსანმან, მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, და დედამან ჩუენმან, დედოფალთა-დედოფალმან პატრონმან თამარ, ესე უკუნისამდის ჟამთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა ყმასა მარტიროზიშვილსა ავთანდილს, ძმასა შენსა სორაზანს და ბეჟანს, შვილთა და მამავალთა ყოელთავე სახლისა თქვენისათა.
მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და ალს მამულისა წყალობასა დაგუეაჯენით, ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ალს თაყიაური მამული. რაც ჯჰუტ-არაქელასშვილის ფირალას ბატონის დედოფლისაგან ბოძებოდა, ყოვლის მისის სამართლიანის სამზღრითა და საქმითა, სამკუიდროდ და სამამულოდ თქუენთვის გვიბოძებია.
გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულობასა და სამსახურსა შიგან ყოვლის კაცისაგან უცილებლად.
აწე, გიბ(რძანე)ბთ ალის მოურაო, მამასახლისო, ნაცვალო და ხელოსანო, ვინგინდა-ვინ იყუნეთ და ანუ ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე ალს თაყიაური მამული, რისაც მქონებელი ყოფილა ყოვლის მისის სამართლიანის სამზღურითა, მარტიროზიშვილს ავთანდილისათვის გვიბოძებია. და თქვენც ასრე გაუთავეთ, რარიგაცა ამა ჩვენგან ნაწყალობევსა სიგელსა შიგა ეწეროს, ნურცა-რას თქუენ შეუშლით და შე[ე] ცილებით, თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ნიშანი და ბ(რძანე)ბა ესე ჩუენი, ქ(ორონი)კ(ონ)ს ტა.
და ეს მამული ასრე გვიბოძებია, რომე, რაც ამ თაყიაურს ულუნბის ღ(მრ)თისმშობლის ბეგარა ედვას, იმას უკლებად ულუნბის ღ(მრ)თისმშობელს მიართმევდი და წყალობად თქვენთვის გვიბოძებია.