1616-1639 წწ. - შეწირულების წიგნი მალაქია კათალიკოზისა ბიჭვინტისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 110


საბუთის შინაარსი

edit

ქ. შემიწირავს ჩუენ, აფხაზეთის კათალიკოზსა გურიელის ძესა ბატონსა მალაქიას ბიჭვინტისა ღმრთისმშობლისათვის თავს:

ერთი მურასა ყელსაკიდი ხატი; ერთი მურასა ბარტყულა; ერთი მურასა სარმუზა; ერთი მურასა ტახტი; ერთი დიდი ნალბაქი ოქროსა ოთხასის ფლურისა; ერთი მძიმედ მოჭედილი კონდაკი; ერთი მძიმედ ჩარყაფად შეკერული სტიხარი; ერთი კარგი ვერცხლის ჯვარ-სანთელი; ერთი მომარგალიტული მაზარა, ოთხის ოთხის მურასას ღილითა; ერთი ოთხთავი; ერთი ძილისპირი; ერთი აბრეშუმის ომფორის ხალიჩა, შეკერული საბეჭური მისის მურასას ჯვარითა; ერთი სტიხარი ნახლისა სამკლავები მძიმედ მოთვალმარგალიტული თორმეტის მუშაბახის ღილებითა; ერთი მძიმედ შეკერული ოლარი სამი მურასას ღილებითა; ერთი მურასათ ნაქნარი ამბრის ქამარა თერთმეტის ბალთებითა; ერთი მძიმედ შეკერული ჩარყაფათ ნაქნარი ენქერი მძიმედ მოთვალმომარგალიტული რვა ოქროს გრგოლითა, შვიდის მომარგალიტულის გრგოლითა, რვის თარნიშანის ღილითა, ერთი დასაკიდებელის ბროლის ღილითა; ერთი ნაახლის ბისონი მოთვალმომარგალიტული, რვა მურასას ღილებითა, სამის ბროლის ღილითა; ერთი ოქროს ომფორი მძიმედ სირმით შეკერული, მძიმედ მოთვალმომარგალიტული სამი ოქროს ღილითა, მურასათ ნაქნარი მუშაბახისა მისის ნაქსოის ბახჩითა, მისის დახატულის სკივრითა, გარ ჯიბლიგრის ბუდითა და კლიტითა; არის მეორე ჯვარიანის ომფორის იარაღი; ერთი მომარგალიტული ატლასის საბეჭური მისის რუსულის ჯვარითა; ერთი ნახლის სტიხარი, აშია ჩარყაფისა აქვს. ერთი სტავრის ოლარი, ერთი ოქროს დიდის ბალთითა მურასათ ნაქნარი თხუთმეტი ოქროს ღილითა; ერთი შავის ხავედზედან ნაქნარი მძიმედ მომარგალიტული ქამარი, აბზინდი და წვერი მურასა არის; ერთი მძიმედ სირმით შეკერული მოთვალმომარგალიტული სამკლავე, ექვსის ვეცხლის ღილებითა; ერთი მძიმედ მოთვალმომარგალიტული ენქერი ოთხის ვეცხლის გრგოლითა; ერთი ბისონი სტავრისა მომარგალიტული თვრამეტის ოქროს მუშაბახის ამბრიანის ღილებითა; ერთი მძიმედ მოთვალმომარგალიტული ომფორი, ორმოცდაექვსი ყირმიზი იაგუნდი და ნიშაური ფეროზა არის ზედა და სხვა მრავალი თვალითა და მარგალიტითა, ოთხი მურასას ჯვარი აკერის ზედან, ორი ოქროს ღილი მურასა მუშაბახისა და ერთი საია მისის ნაქსოისა სახვევითა, მისის დახატულის სკივრითა და კლიტითა და გარე ჯიბლიგრის ბუდითა.

შენიშვნა

edit

საბუთი ნუმერაცია მითითებულია პირთა ანოტირებული ლექსიკონის მიხედვით.

პუბლიკაცია

edit