1618 წ. 03.04. - წყალობის წიგნი ბაგრატ მეფისა გურამიშვილებისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

edit

ბრძანებითა ღ(მრთისაჲ)თა და წყ(ალო)ბ(ი)თ(ა) შაჰ-{ა}ბას{ისა}თა, ჩუენ, მეფემან პატრონმან ბაგრატ, ესე წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, გურამიშვილს ქაიხოსროვს, დურმიშხანს, გივს, იესეს, ზაალს და ზურაბს, შვილსა და მამავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს კახნი ლიხთ იმერით ღარიბად იყვენით და ვითაც ხელმწიფის ბძანება ასრე იყო, რომე, ვინც იქიდამ ჩამოგენდოსო, მისი მამული მასვე უბოძეო.

აწე, თქუენ მოგუენდევით, ჩუენი ყმანი შეიქენით და ხელმწიფის ბძანებითა თქუენი სამკუიდრო მამული, რისაც მქონებელი ყოფილიყუენით, ისრევ უკლებლად თქუენვე გიბოძეთ მთასა და ბარსა. ღ(მერ)თმან ბედნიერად მოგიხდინოს ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.

აწე, გიბძანებთ კარისა ჩუენისა ვაქილ-ვაზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყუნეთ ანუ ვინ გინდა-ვინ იქნებოდეთ, თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაშია ეწეროს და ნურაოდეს ნუ შეუშლით.

დაიწერა ნიშანი და ბძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტვ, მარტის , ხელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრის ოქრუასშვილის შერმაზანისათა.

დედანს ჰქონია ხელრთვა:


საბუთის დათარიღება

edit
 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტვ (306), მარტის დ (4), რაც უდრის 1618 წლის 4 მარტს.

კომენტარები

edit
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.145-146
გურამიშვილების სათავადო კახეთისა და ქართლის სამეფოების საზღვარზე მდებარეობდა. ისინი კახეთის მეფის სიუზერენობას აღიარებდნენ და შაჰ აბასის ლაშქრობების დროს კახ თავადებთან ერთად მეფე თეიმურაზს გაჰყოლიან იმერეთში. მნიშვნელოვანია შაჰის ბრძანება, რომელიც თავადების მიმხრობას გულისხმობდა და მათ პირდებოდა, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში, კუთვნილ მამულებს უკლებლად მიიღებდნენ. ცხადია, იმერეთში გადახვეწილი თავადებისთვის ეს მიმზიდველი წინადადება იყო. საინტერესოა, რომ 1620 წელს შაჰ აბასმა პირადად უბოძა ფირმანი ზაალ და გივი გურამიშვილებს, რომლის ძალითაც მათ მამულები უმტკიცდებოდა. იგი ავალდებულებდა გლეხებსაც დაბრუნებოდნენ თავიანთ მამულებს და ძველებური სამსახური გაეწიათ გურამიშვილებისადმი (ფუთურიძე, 1959: გვ. 13-14).

პუბლიკაცია

edit