1619 წ. - წყალობის წიგნი სვიმონ II-ისა მანგლელ ათანასე ტატიშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Hd-14422

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 70


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან სვიმონ, ესე წყალობისა წიგნი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურს ყმასა ტატიშვილს მანგლელ მთავარეპისკოპოზს ათანასეს და ძმასა თქუენსა თამაზს და შვილსა შენსა ოთარსა, ბეჟანს, ელიზბარს და იოთამს და მომავალთა თქუენთა ყოველთავე.

ასრე რომე აწყურის ციხის იარიშში შალიკაშვილის მასტანას შვილი თამაზ მოკლეს და თქუენს მეტი პატრონი აღარა დარჩა რა და, ვითაც იმ მასტანას ქალი შენ, ტატიშვილს თამაზს, გედგა, მისი საბრალოოდ ოხერი მამა და დედაც თქუენ მოგაბარეთ.

დაიწერა წიგნი ესე ქორონიკონსა ტზ (1619), ხელითა კარისა ჩუენისა მდიონმწიგნობარისა ოქრუაშვილის შერმაზანისითა.

სვიმონ.


გვიანდელი დამტკიცება:

edit

ქ. რაც ამაში სწერია, ჩუენც ასრე გაგუითავებია. ქორონიკონსა ტლ (1648).

როსტომ. მარიამ.

პუბლიკაცია და ლიტერატურა

edit