1621 წ. - დავთარი კუჭუხიძეთა საკათალიკოზო ბეგრისა




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: 1448-1536



საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 109


საბუთის შინაარსი

edit

საბუთი წარმოადგენს ფარცმანაყანევის მცხოვრებ საკათალიკოსო გლეხების გამოსაღების ნუსხას. ხატის ბეგარის გადამხდელები არიან: ჟუჟუა ანდრიაძე; ზაქარია კუჭუხიძე; მეორე ზაქარია კუჭუხიძე; იოვანე კუჭუხიძე; ხახუტა კუჭუხიძე, წყალობა კუჭუხიძე და მახუა კუჭუხიძე.

საბუთს აქვს მალაქია კათალიკოსის ხელრთვა.

საბუთის სათაურია verso-ზე: "დავთარი კუჭუხიძისა ბეგრის ნუსხა".

შენიშვნა

edit

საბუთი დათარიღებულია პირთა ანოტირებული ლექსიკონის მიხედვით.

პუბლიკაცია

edit