1623-1630 წწ. - შენდობის წიგნი ზაქარია კათალიკოზისა ციციშვილებისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:



საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 102


საბუთის ტექსტი

edit

ქ. ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ კურთხეულმან ქართლისა კათალიკოზმან-პატრიაქმან ზაქარია ესე შენდობისა წიგნი მოგეც შენ, ციციშვილსა ბაადურს, მანუჩარს და შვილთა თქუენთა ნასყიდასა, ასრე და ამა პირსა ზედა, რომე:

შენის განაყოფის სისხლში გარეულიყავ და კათალიკოზისაგან შეუნდობელი იყავით. ასლამაზის სისხლშიგანც გარეულ იყავ.

აწე, ჩუენ სარჯულო მოგეცით და საყდარს კარგი ვენახი დაუდევით სასხორს.

აწე ჩუენგან და ჩუენის სამწყსოს ებისკოპოზისაგან და სვეტის ცხოველისაგან განხსნილ, კურთხეულ და შენდობილ იყავით; და აღგიხოცოს ხელით-წერილი შეცოდებათა თქუენთა უფალმან ჩუენმა იესო ქრისტე ყოვლადი, აწ და მარადის და უკუნისამდი. ამინ. ამინ.

კათალიკოზი

შენიშვნა

edit

საბუთის ტექსტიდან გამომდინარე არაა გამორიცხული,რომ ციციშვილების განაყოფი და ასლამაზი სხვადასხვა პიროვნებები იყვნენ და ძმები ორივეს სისხლში ყოფილიყვნენ გარეულები.

პუბლიკაცია

edit