1626 წ. 06.15. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირი: 1450-32/341

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 5



[ქ]. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა და შაჰ-{ა}ბაზ<ა> ყეენისათა. ჩვენ, მეფემან, პატრონმა სვიმონ ესე წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ასე-რე და ამა პირსა ზედა, რომე მოურავ ბედნიერს ყ{ა}ენს წამოუვიდა და უღალატა და თქვენი თავი და ქართლი უკუყენა და მერმე თქვენ კიდევ ბედნიერს ყ{ა}ენისა და ჩვენი ირჩივეთ და შ{აჰ}ისევანი შეიქენით, ამისადა ჯილდოდ გიბოძეთ ქალაქის მოურავობა თქვენ, ბოქაულთუხუცეს ქაიხოსროს და თქვენს ძმას, თამაზს, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩვენსა ერდგ<ი>{უ}ლად<ს> სამსახურსა შიგა{ნ}.

[აწე,] გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვეზირ-ვექილნო და ქალაქის უფ<ა>როსნო და კარისა ჩვენისა მდგომელნო, რარიგადაც ამა ჩვენს ნაწყალობევს ფარვანაჩიგა ეწეროს, თქვენც ასრე გაუთავეთ.

დაიწერა წიგნი ესე თუ{ი}ნიერა თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე ქ(ორონი)კ(ონ)ს ტიდ, თიბათუვეს თხუთმეტს, კარის ჩვენის მუშრიბის, ყორღანაშვილ{ი}ს ბა{ა}ტას ჴელითა. [ჩართული] [ადგილი ბეჭდისა].

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტზ მარიამობის თვე, ანუ 1619 წ. აგვისტო

საბუთის პერსონალია

edit
* სვიმონ მეფე
* ბარათაშვილი ქაიხოსრო
* ბარათაშვილი თამაზ
* ყორღანაშვილი ბატა
* მოურავი

პუბლიკაცია

edit

2018 - გოგოლაძე თამაზ - მასალები ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ფეოდალური ოჯახის ისტორიისათვის - N 5