1627-1639 წწ. - მალაქია კათალიკოსის შეწირულობები ბიჭვინტის ღმრთისმშობლისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

წინამდებარე სიგელი წარმოადგენს მინაწერ საბუთს ბიჭვინტის იადგარზე ანუ 1448-5033 ეტრატზე.

პირები:

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1891 - ხახანაშვილი ალექსანდრე - გუჯრები - I - გვ.124-157

საბუთის ტექსტი: 1925 - სარგის კაკაბაძე - აფხაზეთის საკათალიკოსო დიდი იადგარი

საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 111


ნებითა, შეწევნითა და წყალობითა ღვთისათა, ჩვენ გურიელ კათალიკოზმან პატრონმან მალაქია შევსწირეთ ბიჭვინტისა ღვთის მშობელსა მცირე ესე შესაწირავი თავის ერთი წმიდის ანდრია მოციქულის ხატი მომიჭედინებია და თორმეტს საუფლოს კუბოში ჩამისვენებია და ბიჭვინტას დამისვენებია და სამი კვამლი კაცი იქ იმისთვის შემიწირავს.

ამას გარეთ ერთი მძიმედ მოთვალმომარგალიტული ოქროს ომფორი ათასის ფლურისა სრულად პატიოსნის თვალითა და მარგალიტითა შემკობილი და მისის ოქროს ბუშტებითაი. ერთი ამისი შეფერებული მძიმე ოქროს სირმის ჩარყაფათ შეკერული ბისონი ცხრის მურასის ღილითა და ამ ღილებშიან ნიშაურის ფეროზისა და ყირმიზის იაგუნდის მეტი არა ზის რაი. ეს ღილები თვითო ას ას მარჩილათ ნასყიდი არის.

ერთი წყვილი სამკლავები ოქროსა ოთხასის ფლურისა მძიმეთ მოთვალმომარგალიტული. ერთი პატიოსანი ოლარი ხოშორის მარგალიტითა მძიმეთ მომარგალიტული. ერთი მძიმე ოქროს მურასა ქამარი პატიოსნის ყირმიზის იაგუნდითა, ლალითა, ნიშაურის ფეროზითა და მარგალიტითა შემკობილი, შვიდი ქულუჩა და ორი წინა შესაკრავი აქუს. ერთი მძიმე ჩარყაფის მოთვალმომარგალიტული ენქერი. ერთი მძიმე ჩარყაფათ შეკერული სტიხარი ორის ოქროს ღილითა. ერთი სირმით შეკერული საბეჭური.

ერთი ოქროთა თვალითა და მარგალიტითა შემკობილი პატიოსნის ძელითა და ნაწილებითა და ოქროს ჯაჭვითა ყელსაკიდი ხატი. ერთი სამწირველო ოქროს სარმუზა მურასა პატიოსნის თვალითა და მარგალიტითა შემკობილი. ერთი მძიმე ჩარყაფისა მომარგალიტული პორფირი. ერთი შავის ატლასის მაზარა მოთვალმომარგალიტული სირმისა მდინარებითა და ოქროს მურასა ღილებითა.

ერთი მძიმე ოქროს მურასა ყავარჯენი ოქრო, კურთხეულის ბატონის ეფთვიმე კათალიკოზისაგან იყო და ზოგ ზოგი თვალი და მარგალიტიცა მისგანვე იყო და მერმე ჩვენ ახლად კიდევ პატიოსნის თვალითა და მარგალიტითა შემიმკვია და გამიკეთებია. ერთი სირმისა მომარგალიტული გვირგვინის ქუდი. ერთი ოქროს ფეშხუმი ორას სამოცის ფლურისა. ერთი ოქროსა მძიმეთ თარნიშით გაკეთებული მოთვალული კოვზი. სამი მძიმეთ ხალასათ ყირმიზს ფრანგულს ქამხაზე შეკერული პერექლები.

ერთი მძიმეთ ვეცხლით მოჭედილი და ოქროთ დაფერული კონდაკი. სამივ კონდაკი შიგან სწერიან მისის ხალასათ შეკერულის რუფაქითა. მეორე სხვაი კონდაკი ოქროს ვარაყით დაწერილი. ერთი პატიოსანი ძილის პირი ჭრელი ნუსხითა. ერთი ჟამნ დავითი. ერთი კურთხევანი. ერთი გულანი კურთხეულის ეფთვიმე კათალიკოზისაგან დაწერილი იყო და ხატის შეწირული არ იყო და ბატონს დადიანს წაეღო და მე ვსთხოვე და მიბოძა და აწ მე შემიწირავს. ერთი ეტრატის ოთხთავი, თავი დახატული აქუს, მერაბ ქორთოძისაგან მიშოვნია და შემიწირავს.

ერთი ... აბრეშუმის ხალიჩა. ერთი ხასა ვეცხლის ჯვარი მურასა. ერთი მურასა ტახტი სამწირველო. ერთი მძიმე მოთვალმომარგალიტული სამზეური. ერთი ... მძიმეთ მოთვალმომარგალიტული ჩარყაფის ... დასადებელი მძიმეთ ჩარყაფის შე ... მისის ოქროქსოვილის ხალიჩითაი. ... შეკერულისა და მოთვალმომარგალიტულის ... მისის ვეცხლის გრგოლებითა. ერთი დიდი ოქროქსოვილი ... ფარდა. ოთხი დიდროვანი დივანხალი ორხაო. ერთი დიდი თაქანაბიდი. ორი უფროს უმცროსი კარვები. ერთი ალაჩუხი. ერთი წყვილი ... ერთი ყირმიზი ბულღრის სუფრა. ერთი ტაშტი წურწუმა ვეცხლისა წურწუმა მუშაბახათ საქმარი და ტაშტი ჩარხისა. ერთი საყა თასი. ერთი დიდი დოსტაქანი. ორი ჩარა თასები. ერთი ცხრა ვეცხლისა ღრუბლებნაქმარი ნალბაქები.

აწ ადგილებისა და მამულებისაგან ხაუჟელს სასახლე აოხრებული იყო და მომცრო ადგილი იყო და გარეშემოთ სხვისი ადგილები იყო და ჩვენის თეთრითა მიყიდია და გამიმატებია და სასახლე ამისენებია და ქვითკირისა საყდარი და ქვითკირისა ჯიხური ამიშენებია, დარბაზი დამიდგამს და ორი მოსახლე კაცი ჩვენის თეთრით მიყიდია და დამისახლებია და ჯოგი დამიყენებია.

ამას გარეთ თილითს სასახლე გამიკეთებია, საყდრისათვის სამრეკლო ამიშენებია ზედა და ქოჩაკიძის მარანი ამიშენებია, ზედა კარგი სახლი დამიდგამს და ტახტი ამიშენებია, ერთი კუამლი კაცი ჯიქია გურიადაღმან მიმიყვანია, მებოსტნეთ დამისახლებია და ჯოგი დამიყენებია. მეორე კვამლი კაცი სურებული გურიადაღმან მიმიყვანია და დამისახლებია.

ამას გარეთ ოდიშს, სადაც მე მოვინდომე, ღალიძგას, ანაკრიას, ფოთს, ჭალადიდს, წყალიგზას, გულველისკარს, ეკალს, საქუჩულორიოს, ჩვენი გამორჩეული მეთევზენი და სხვაი კაცები, ოცდაათი მოსახლეები დადიანმან პატრონმან ლეონ მისდა სადღეგრძელოდ მისის სულისათვის შესწირა და ყოველსა წელიწადსა სულისათვის ტრაპეზი გაიჩინა.

ამას გარეთ ღალიძგას სასახლე არ იყო და ბატონის დადიანის ძველი, გაოხრებული სასახლე იყო და ჩვენცა შევეხვეწეთ და ვსთხოვეთ და თვითან ხატსა შესწირა და ჩვენცა დაგვამადლა. ერთი მოსახლე ბატონმან დედოფალმან მიბოძა და სამი მოსახლე ჩემი საკუთარი კაცები მიმიყვანია და დამისახლებია. ... ღორის ჯოგი დამიყენებია და სამუშაო საქმე ყველა გამიჩენია და გამირიგებია. ქვაბები დამიდგამს და მეთევზენი დამიყენებია.

ამას გარეთ ილორს ჩხოხოძისაგან ერთი პარტახი მიყიდია და ადგილი წინამძღვრისაგანცა მიყიდია და ერთი კვამლი კაცი მიმიყვანია იქ მეთევზეთ და დამისახლებია.

ამას გარეთ სუბეიშს სასახლე გამიკეთებია, საყდარი დამიდგამს, დიდი დარბაზი და ჯიხური დამიდგამს და გარდამიჭედინებია, საყანები მიყიდია და ორი კვამლი კაცი ჩემის თეთრითა მიყიდია და დამისახლებია, და ხარისა და ზროხისა და ცხენის ჯოგი დამიყენებია.

ამას გარეთ ხოირს სოფელი იყო და სასახლე არ იყო. მერმე ჩემის თეთრითა სასახლე ადგილი ვიყიდე მეგრელებისაგან და დარბაზი ვიყიდე და დავადგმევინე, ჯიხური დავადგმევინე და გარდავაჭედინე; და რაიც სახლები დგას, ყველა ჩემის თეთრითა მიყიდია და სხუა საყანეები, საკრეფი მამულები და ჭურები მიყიდია და შემიმატებია, მოსახლეები დამისახლებია და ზროხები დამიყენებია.

ამას გარეთ ნაჟანაურს ერთი დიდი სახლი ამისენებია და გარდამიჭედინებია და ზროხის ჯოგი დამიყენებია და საყანეები ოსათს ჩემი ძმისაგან მიშოვნია და შემიმატებია.

ამას გარეთ ხიბულას საყდრის იარაღისათვის ციხე სალაროთ გამიკეთებია, შიგან ორი კვამლი კაცი დამისახლებია, საყდარი, სახლი და ჩარდახი დამიდგამს და ერთი სასახლეთ ის გამიკეთებია.

ამას გარეთ ხიბულას გამოღმა სასახლისათვის გამიმატებია დიდი დარბაზი და დიდი ჯიხური დამიდგამს და გარდამიჭედინებია, ტახტი ამიშენებია და გარდამიჭედინებია და სახლკარი გამიკეთებია, მოსახლენი დამისახლებია, კამბეშისა, ზროხისა, თხისა და ღორის ჯოგი დამიყენებია, საღობი გამიკეთებია და ერთი მოსახლე კაცი ზედ დამისახლებია, ხარდანი გამიკეთებია და მეხარდნე იმერეთიდაღმან მომიყვანია და დამისახლებია.

ამას გარეთ საქუჩულორიოს ბატონმან დადიანმან ერთი სასახლე ოთხის კვამლის კაცითა მიბოძა მისის საყანითა და საკრეფის მამულითა და მისის ყოვლისფერითა და მე შემიწირავს.

ამას გარეთ ნაგვაზაურის სასახლისათვის ბატონს ლიპარტიანსა შევეხვეწეთ და ცარიელი, უსახლკარო სასახლე ადგილი მომაქრთამა ორის მოსასახლითა და ერთი მოსასახლე მე მიუმატე. მივჰყავ ხელი და საყდარი ავაშენე და გარდავაჭედინე, დიდი ჯიხური ავაშენე და გარდავაჭედინე; სხუა სახლები, ბეღელი და მარანი და ჭიშქარი ავაშენებინე და სასახლე გავაკეთებინეთ.

ამას გარეთ ბატონმან დადიანმან ბატონის ლიპარტიანის სულისათვის ხუთი კვამლი კაცი, ზოგი იქვე და ზოგი სხუაგან ხატს შესწირა და მე მიბოძა და მე შემიმატებია და ჭყონდიდელისა აფაქიძისაგანცა საკრეფი მამულები მიშოვნია და შემიმატებია. იმ ადგილს ძველის ლიპარტიანებისაგანცა ქონდა ხატსა შეწირული კაცები და აწ ჩვენ კარგი სასახლე გაგვიკეთებია.

ამას გარეთ ნაგვაზაურს ორი კვამლი კაცი იყო, მარტო ბეგარა ჩვენი იყო და სხუა სამსახური ლიპარტიანისა ედვა. შევეხვეწეთ კურთხეულსა ბატონსა ლიპარტიანსა და ეს კაცებიცა სრულად მკვიდრად დამანება და ახლა ეს მე შემიმატებია.

ამას გარეთ ეკს ორი კვამლი კაცი საკანონოშიან ჭილაძესა ლომკაცსა დავადებინეთ და შევაწირვინეთ; ერთი კვამლი კაცი რევანოზს დავით ჭილაძის შვილსა დავადებინეთ ოფისკუჯს და შევაწირვინეთ.

ამას გარეთ მათხოჯს სასახლე გამიკეთებია და შემიმკვია საყდრითა, ტახტითა, დარბაზითა, დიდის სეფა სახლითა, საწოლის სახლითა და ჭიშქრითა და მისის ჯიხურითა. საღობი არ იყო და ახლა საღობი მე გამიკეთებია და მეთევზე გამირიგებია და დამიყენებია.

ამას გარეთ ჯიქთუბანს სასახლე არ იყო და სასახლე მე ამიშენებია დარბაზითა, ჯიხურითა, მარნითა, ბეღლითა და სხუა სახლებითა... და ჭიშქრითა. ადგილები მიშოვნია და შემიმატებია... მეთევზენი გამიჩენია და არიან და რაიცა მათი გამოსაღები არის, ბეგრის ნუსხაშიან სწერიან.

ამას გარეთ... (მ)ხეიძისეული გეგუთს მეფესა გიორგის ვსთხოვე და სასახლე და სამი კვამლი კაცი მან მიბოძა და მე შემიწირავს.

ამას გარეთ ნავენახევს დიდი სახლი ამისენებია, სასახლე გამიკეთებია.

ამას გარეთ წყალიგზას ბატონის... თეთრითა ვიყიდე და სასახლე აღვაშენე... სხუა კიდევე კურთხეულის ბატონის მანუჩარ დადიანის წყალობა მქონდა... სასახლისათვის შემიმატებია...

ამას გარეთ გურიას ოცხანას როსტომს გურიელსა კვამლი კაცები შეეწირა და კურთხეულსა ბატონს ჩემსა ძმასა მამია გურიელსაცა შეეწირა კვამლი კაცები, ადგილი იყო და სასახლე ოცხანას არ იყო და ბერეჟიანი ამოსწყდა. შევეხვეწე კურთხეულს ჩემს ძმასა ბატონს მამია გურიელსა და ბერეჟიანისეული სასახლე დიდის ქრთამითა მომაქრთამა საყდრითა, სახლებითა, მოსახლითა, სათიბითა, საყანითა საკრების მამულითა,სათევზოთა და მისის ყოვლის ფერითა. და მივართვი ქრთამად ერთი მძიმე ჩარყაფი, ორი ოქროს... ერთი ჭყვილი პატიოსანი ლალის საყურე მისის ღილითა და მარგალიტითა შემკობილი, ერთი ბროლის...

პუბლიკაცია

edit