1627 წ. 01.18. - წყალობის წიგნი ჯაჰანბანუ დედოფლისა სახლისუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირი: 1450-32/351

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 7



[ქ]. ნებითა ღ(მრ)თისათა.

ჩუენ, დედოფალმან, პატრონმან ჯ{ა}ჰანბანუ{მ} ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგი<უ>წყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურს ყმას, სახლისუხუცეს, ბატონს ქაიხოსროს და შვილსა თქვენს{ა}, გუგუნსა და ბარათასა და შვილთა და მომავალსა სახლისა თქვენისათა ყოველთავე.

მას<ა> ჟამსა, როდეს მოგიდეგით კარსა, სახლისა წყალობას გუიაჯენ{ით}, ვისმინეთა აჯა და მოხსენება თქვენი, გიბოძეთ საბარათიშვილო <ჩ>{შ}იგა სოფელი ღუეუბანი აღათაგის ნაქონი, სოლოღაშვილის ელიზბარის კერძი, დღეს, რისაც მამულ{ი}ს მქონებელი იყვნენ მისითა მართლის სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა მთითა, ბარითა, ველ{ი}თა და ვენახით{ა}, სახნავ{ი}თა და სათიბით<ი>{ა} და საძებრითა და უძებრით, ნასყიდითა და უსყიდითა, შენითა და ოხერითა სასახლითა და ჭურ-მარნითა, ყოვლ<ა>ითურა თქვენთვის სამკუიდროდ და სამამულედ გუიბოძებია<თ> ყ<ა>{ო}ვლის კაცის უცილებლად, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმ(ა)ნ ჩუენს ერდგულსა სამსახურსა შიგან.

[აწე,] გიბრძანებთ კარისა ჩვენის ვექილნო და ვეზირნო და ს<ა>ხუანო მოსაქმენო მერმე, რარიგად{ა}ც ამა ჩუვენს ნაწყალობევს ფარვანაჩიგა ეწეროს, თქვენც ასრე გაუთავეთ და ნუ მოუშლით და ნუ შეეცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ქ(ორონი)კ(ონ)ს ტიე, იანვრის იჱ, ჴელითა კარისა ჩვენის მწიგნობრის, ყორღანაშვილის ბა{ა}ტასათა. [ხელჩართული].

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტზ მარიამობის თვე, ანუ 1619 წ. აგვისტო

საბუთის პერსონალია

edit
* ჯაჰანბანუ დედოფალი
* ბარათაშვილი ქაიხოსრო
* ბარათაშვილი გუგუნა
* ბარათაშვილი ბარათა
* აღათაგი
* სოლოღაშვილი ელიზბარი
* ყორღანაშვილი ბაატა

პუბლიკაცია

edit

2018 - გოგოლაძე თამაზ - მასალები ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ფეოდალური ოჯახის ისტორიისათვის - N 7