ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი გიბოძეთ თქუენ, ჩვენსა ერთგულსა ყმასა, სოიბათიასაულსა ზურაბს, თქუენსა ძმასა მერაბს და დონმაზს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველსავე.
მას ჟამსა, ოდეს ბედნიერის პაპისა და მამის ჩვენისაგან ნაწყალობევი მამულები გქონებოდა და სოფლის ვითარობისაგან იმისი წიგნები დაგკარგოდა, აწე, მოგვიდეგით კარსა და იმავე თქვენის სოფლების წიგნის გაახლებას დაგუეჯენით. ჩუენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენივე მკვიდრი ვანქი, რაცა ამას წინათ თქუენთაგან და გიორგის ჰქონებოდეს. კიდევა – სომხითს სოფელი აკანათერი მისის აკრავაშემი სამჭმოთა. ესე სოფლები მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა, სახნავითა და უხნავითა, შენითა და ოხრითა, საძებრითა და უძებრითა და ყოვლის მისის სამართლიანის საქმით და სამძღვრით თქვენთვის სამკვიდროდ და სამამულედ გვიბოძებია.
გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.
აწე, უზეშთესთა მოგახსენებთ და უქვედესთა გიბძანებთ, კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო და სხვანო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყვნეთ და ანუ ვინ გინდა- ვინ იქნებოდეთ, თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაშია ეწეროს, და ნურაოდეს ნუ მოუშლით და შეეცილებით, თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტიე, მკათათვეს იდ, ჴელითა კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრისა, ოქრუასშვილის შერმაზანისათა.
დედანს ჰქონია მეფის ხელრთვა.