ქ. ნებითა შეწევნითა ღ(მრ)თისათა.
ჩუენ, მეფემან, პატრონმან სუიმონ ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი გიბოძეთ თქვენ, ჩუენსა ერდგულსა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურსა ბარათაშვილს, პატრონს ქაიხოსროს, თქვენთა შვილსა, გუგუნასა, ბარათასა და ნიკოლოზს.
მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და აზნაურის შვილის წყალობასა დაგუეაჯენით, ჩუენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ სააკაძე შერმაზან, მოკითხული ვქენით ამასწინათ თქვენივე სამკუიდრო ყოფილიყო და ახლა ჩუენცა თქვენ გიბოძეთ, რისაც მამულის მქონებელი ყოფილიყოს ყოვლის მისის სამართლიანის საქმითა და სამძღურითა, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.
აწე, უზეშთესთა მოგახსენებთ და უქვედესთა გ(ი)ბ(რძანე)ბთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვაზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინ გინდა ვინ იყვნეთ და ანუ ვინგინდავინ იქნებოდეთ, თქვენცა ასრე გაუთაეთ, რარიგადცა ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაშია ეწეროს და ნურაოდეს ნუ შეუშლით და შეეცილებით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტიე, თიბათუეს კდ, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრისა, ოქრუასშვილის შერმაზანისათა. [სიმონ მეფის ხელრთვა].