[ქ]. ნებითა და შეწევნითა ღმ(რ)თისათა.
ჩვენ, მეფემან, პატრონმან სუიმონ ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი, მტკიცე და უცვალებელი წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩუენთა ერდგულთა და თავდადებით მრავალფერად ნამსახურთა ყ<ა>მათა, ბარათაშვილს ქაიხოსროს და თქვენთა ძმათა, თამაზს და შვილთა თქვენთა - გუგუნასა, ბარათასა და შვილთა და მამავალ<ი>თა სახლისა თქვენისათა ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა დარბაზისასა და თქუენისავ სამკვიდროს მამულის წაყლობას გვიაჯენით და ჩვენცა მოკითხული ვქენით და შეგიწყალეთ და გიბოძეთ ენაგეთს, რაც ალიყულიბეგს მამული აქვს, იმას გარდაის და აგრევე, რაც ყორღანაშვილები, რისაც მამულის მქონებელნი იყუნენ, იმას გარდაისათ თავად თქვენი სამკვიდრო ი<ა>ყო და მერმე რომ მახრაღაჯი, რომ გამოგართუით იმის სამუქფოდ გიბოძეთ ენაგეთი ალიყულიბეგის მამულისა და ყორღანთათ გარდაისათ, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქულითა, ველითა, ვენახითა, საჴნავითა და უჴნავითა, შესავლითა და გამოსავლითა ყოვლი<ი>თური მართლის სამართლიანის საქმითა და სამძღურითა თქვენთჳნ და თქვენთა შვილთათჳს სამკვიდროდ და საბოლოოდ გვიბოძებია და აგრევე კიდევე თქვენივ სამკვიდრო აზნაურისშვილი - რევიშვილი შავერდა და რევი მათის სამართლიანის მამულითა, რისაც მქონებელნი იყუნენ ყოვლითურთ და იქვე ენაგეთს ამას წინათ, რომე მემშვლდიშვილის მამული გიბოძეთ, ესები ყოვლითურ სამკვიდროდ და საბოლოთ გვიბოძებია ყოვლის კაცისაგან უცილებრად, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩვენსა ერდგულად სამსახურსა შინა და არა ოდეს არ მოგეშალოს არა ჩვენგან და არა სხუათა მეპატრონეთაგან.
აწე, გიბ(რ)ძ(ანებ)თ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინ გინდა ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღ<ა>მა იქნებ{ო}დეთ, თქვენ{ც} და ასრე გაუთავეთ და ნურას მოუშლით თუ{ი}ნიერ თანადგომისა და შეწევნისაგან.
დაიწერა ბ(რძანე)ბა და ნიშანი ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტიჱ, ჴელითა კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრის - თუმანიშვილის ბირთუელისათა [სვიმონ] ქ. ესე ბძანება ასრე უნდა გაუთავდეს [ადგილი ბეჭდისა]