1630 წ. 04.22. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირი: 1450-12/107

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 17



ქართული ტექსტი.

[ქ]. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა.

ჩუენ, მეფემან, პატრონმან სუიმონ ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ თქვენ, ჩუენსა ერდგულსა ყმასა, ბარათაშუილს, ბატონს ქაიხოსრო<ვ>ს და შვილთა თქუენთა - გუგუნასა და ბარათასა.

მას ჟამსა, როდისაც მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას დაგუიაჯენით, ვისმინეთ მოხსენება თქვენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ ენა<თ>{გ}ეთს, მემშუილდის შუილისეული მამული და საკუამლო მთითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, სახნავითა და უჴნავითა, ყოვლის მისის სამართლიანის სამძღურითა ერთი საკუამლო თქუენთუის გუიბოძებია, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ.

აწე, მოგახსენებთ ენაგეთს მოურავო, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს სიგელშიგან ეწეროს, ნურავინ ჴელს ნუ შეუშლით შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ესე წიგნი ქ(ორონი)კ(ონ)ს ტიჱ, აპრილისა კბ, კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრის ჴელითა ფირალითა [სვიმონ მეფის გადმოხატული ხელრთვა]

სპარსული ტექსტი.

გამოვიდა მაღალი ბრძანება მასზე, სოფელ ენაგეთის ქეთხუდებმა და გლეხებმა იცოდნენ, რომ, რადგანაც მემშვილდის ვაჟი გარდაიცვალა, რაც მამული, ვენახი და სახლი ხსენებულს ჰქონდა, სიდიადის საფარველს, დიდებულ ქაიხოსრო-ბეგს ვუწყალობეთ. არავინ ხელი არ შეუშალოს [და] ხსენებულ დიდებულს და სიდიადის თავშესაფარს [ქაიხოსრო-ბეგს] დაანებონ (ეს ქონება). ამის შესახებ ბრძანება სავალდებულოდ იცნონ და პასუხისმგებლობა [მისი შესრულებისათვის] იკისრონ. დაიწერა კურთხეული რამაზანის თვეს, 1[03]9 წ.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტიჱ აპრილია კბ, ანუ 1630 წ. 22 აპრილი

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

1630 წლის 22 აპრილის წყალობის წიგნი

საბუთის გამცემი: სვიმონ მეფე

საბუთის მიმღები: ქაიხოსრო-ბეგ ბარათაშვილი, მისი შვილები გუგუნა და ბარათა

საბუთის რაობა: სვიმონ მეფე ქაიხოსრო ბარათაშვილს სწყალობს სოფელ ენაგეთში მცხოვრებ მემშუილდისშვილისეულ მამულს ერთ საკუამლოს.

საბუთის დამწერი: ფირალი

პუბლიკაცია

edit