1630 წ. 01.27. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: 1448-598

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 16


ქართული ტექსტი.

...სა

მას ჟამსა, როდისაც მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობა[სა] [დაგუე]აჯენით, ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსე[ნება თქუენი, შეგიწყალეთ და გიბ]ოძეთ დიდი მახრაღაჯი ზემოთის სახნავითა და ნაოხრითა მისის [ბარი]რითა, ველითა, ვენაჴითა, სახნავითა, უხნავითა, წყლითა, წისქუილი[თა], [საძებრითა და უძებრითა და ყოვლის მისის სამართლიანის სამძღურითა, როგორა[დაც ამილა]ხორს ჰქონებოდეს მახრაღაჯი უკლებლით თქუენთუის გუიბოძებია, მოგცეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულად სამსახურსა [შინა.

აწ]ე, უზეშთესთა მოგახსენებთ და უქუედესთა გიბრძანებთ კარის ჩუენისა ვ<ა>{ე}ქილ-ვაზირნო და სომხითის ტარუღავ და მელიქო და სხ[უანო] მოსაქმენო, თქუენცა ასრე გაუთავეთ და დაუბედნიერეთ, რარიგადაც ა[მა ჩუ]ენგან ნაწყალობევს ფარვანაშიგან ეწეროს, ნურავინ ჴელს ნუ შეუშლით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ესე მტკიცე და უქ[ც]ეველი ფარვანა ქ(ორონი)კ(ონ)ს ტიჱ იანვარსა კზ კარისა ჩუენისა მდივან-მწ]იგნობრის ყანდურალიშუილის ფირალის ჴელითა.

ვინ იცის, ამილახორ[ი] მოვიდეს და იმისი მამული იმასვე მივსცეთ, თქვენ უნაცულო არ [გა]გიშუათ.

სპარსული ტექსტი.

[ის (ე. ი. ღმერთი].

გამოვიდა მაღალი ბრძანება, რომ ამჟამად ქაიხოსრო-ბეგ ბარათაშვილისადმი მაღალი წყალობის [მიპყრობის] გამო, ჩვენ ჩავაბარეთ და ვუწყალობეთ მას სამუდამო თიულად, ქვემოთ [აღნიშნული] თარიღიდან, ქართლის გურჯისტანს დამოკიდებული სომხითის სანახების [სოფელ ...ის] მალუჯათი და [სხვა] გამოსაღებები. აღნიშნული სოფლის გლეხებმა უნდა იცნონ ხსენებული [ქაიხოსრო-ბეგი] თავის სრულ-უფლებიან თიულდარად და თავისი მალუჯათი, გამოსაღებები და სახელმწიფოს გადასახადი, რა წესითაც არ იქნება [ეს], თანახმად საქართველოს დასტურლამალისა, ხსენებული თიულდარის კუთვნილებად იცნონ, წლითი-წლამდე უკლებლად გადასცენ და გადაუხადონ მას და არაფერი დააკლონ და დაუზიანონ. [სასამართლოს] საქმეები, გარდა [სისხლის სამართლის] საქმეებისა, მას მიანდონ, რათა სამართლიანად გამოიძიოს. ხსენებული თიულდარის მოვალეობა ის არის, რომ გლეხებს სინდისიერად და პატიოსნად მოეპყრას და ისე მოიქცეს, რომ მას აქებდნენ. და როცა [ეს ბრძანება] მაღალი ბეჭდით შეიმკობა - ერწმუნონ. დაიწერა ჯომადი II თვეს, [1]039 წ.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტიჱ იანვრის კზ, ანუ 1630 წ. 27 იანვარი

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

1630 წლის 27 იანვრის წყალობის წიგნი

საბუთის გამცემი: სვიმონ მეფე

საბუთის მიმღები: ქაიხოსრო-ბეგ ბარათაშვილი

საბუთის რაობა: სვიმონ მეფემ ქაიხოსრო ბარათაშვილს უწყალობა შულავერის ხეობის სოფელ დიდ მაღარაჯის შემოსავალი, რომელიც ადრე ამილახორს ეკუთვნოდა, ხოლო ამილახორის მობრუნების შემთხვევაში მეფე ქაიხოსროს სანაცვლოს მიცემას ჰპირდება.

საბუთის დამწერი: ყანდურალიშვილი ფირალი

შენიშვნა: საბუთში მოხსენიებული ამილახორი თ. გოგოლაძეს მიაჩნია, რომ არის იოთამ ამილახორი († 1649). ჩვენი აზრით ეს საკითხი დამატებით კვლევას მოითხოვს.

პუბლიკაცია

edit