1633 წ. - მამულის ნასყიდობის წიგნი თურქისტან თურქისტანიშვილისა შაბურ სოლთანშაშვილისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირი:

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


თურქისტან თურქისტანიშვილი და მისმა შვილები გიორგი, ესტატე და ზაქარია ნასყიდობის წიგნს აძლევენ შაბურ (შაბუა) სოლთანშაშვილს, მის ძმებს ალაჰვერნას და საფარყულის და მის შვილებს ასლანს, სოლთანას და საფარს მასზედ, რომ მიჰყიდეს მიწა წყაროს ზევით, ერტისის გზის ჩასავალთან, რომელიც ესაზღვრებოდა შარასა და "მუხათ თავის" მიწას.

საბუთის მოწმეებია: ხუციშვილი მახარებელი, იორდანა, ზაზიაშვილი.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთი 1633 წლითაა დათარიღებული, მაგრამ საბუთის თარიღი დასაზუსტებელია, რადგან არსებობს ამავე პირის მიერ, იგივე მოწმეების თანდასწრებით გაცემული სხვა სიგელიც, რომელიც 1558 წლითაა დათარიღებული (იხ. 1558 წ. - მამულის ნასყიდობის წიგნი თურქისტანისა პატრონ იესესადმი).

პუბლიკაცია

edit