1633 წ. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა ეჯიბა ყორღანაშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: - დაკარგულია

პირი:

1449-765
1450-17/26


საბუთის ტექსტი

edit

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩვენ, მეფეთ მეფემან, პატრონმან როსტომმან, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი, შეუშლელი, შეუცვალებელი წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუვენ, ჩვენსა ერთგულსა და მრავალჯერეთ ერთგულობით თავდადებით ნამსახურსა ყმას, ყორღანაშვილსა ეჯიბასა და ძმასა შენსა, მოძმანასა , ზურაბასა და ძმისწულთა თქვენთა – ყორღანასა და ნაზარასა, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, და ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგვადეგით კარსა და მამულის წყალობასა დაგუიაჯენით, ჩვენ ვისმინეთ ყოველივე მოხსენება თქვენი. და მოკითხული ვქენით: ჩვენს ძმისწულს, მეფე სვიმონზედა ბევრი ნამსახურნი იყვენით, ახისა გქონდა და ამისგანაც მოგცემოდა წიგნითა. და ამითა ჩვენცა გაგიახლეთ, შეგიწყალეთ და გიბოძეთ დიდგორის ძირს ამოვარდნილისა ბარათაშვილისა როსაბის ნაქონი სოფელი ბოცის ჯვარი, რარიგათაც როსაბსა და იმის ძმას, ელმადათსა და დურმიშხანს ჰქონდათ, იმრიგათ. სამკვიდროთ და საბოლოვოდ – წყლითა, წისქვილითა ...საძებრითა და უძებრითა, ყოვლის მღვთის სამართლიანის სამძღურითა და საქმითა.

აწე, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულათ სამსახურსა შიგან.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ, რარიგათაც ჩვენგნით ნაწყალობევ სიგელში ეწეროს, ნურაოდეს შეუშლით.

დაიწერა წიგნი ესე მწიგნობარისა ყორღანაშვილის მერაბისათა, ქორონიკონსა ტკა.

დედანს ესვა როსტომ მეფის მსხლისებური ფორმის ბეჭედი.

საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი ტკა (321), რაც უდრის 1633 წელს.

პუბლიკაცია

edit