1633 წ. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა როინ შალიკაშვილისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: - დაკარგულია

პირი: - 1450-35/136 - გადაწერილი დედნიდან რუსული მმართველობის პირების დავთარში



საბუთის ტექსტი

edit

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩვენ, მეფემან, პატრონმან როსტომ, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა ერდგულთა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა შალიკაშვილს როინს, შენთა შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობას გვიაჯენით, და ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ძევერას ზედგინიძის თამაზისა და იმარინდოს შვილის კერძი მამული, რისაც მქონებელი ყოფილიყოს, ყოვლითურთ სამართლიანის საქმითა და სამძღურითა: მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა და ვენახითა, შენითა და ოჴერითა, შესავლითა და გასავლითა, ყოვლითურ თქვენთუინ და თქვენთა შვილთათუის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთ(მა)ნ ჩვენსა ერდგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს.

აწე, გიბ(რძანე)ბთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხუანო მოსაქმენო, ვინცა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქვენცა ასრე გაუთავეთ და ნურას შეუშლით და შეეცილებით, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონს ტკა, ჴელითა კარისა ჩვენისა მდივნის - თუმანიშვილის ბირთველისათა.

დედანს ესვა როსტომ მეფის ბეჭედი ლეგენდით: ყაენის ფეხთა მტუერი როსტომ მეფე ვამტკიცებ.

საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი ტკა (321), რაც უდრის 1633 წელს.

კომენტარები

edit

შალიკაშვილები არიან XVII საუკუნის დასაწყისში სამცხიდან ქართლში გადმოსახლებული თავადები. ისინი მამულებს ფლობდნენ: ფხვენისში, სკრასა და ძევერაში. XVII საუკუნის 30-60-იან წლებში შალიკაშვილთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელმა, როჭიკა შალიკაშვილმა, საფუძველი ჩაუყარა როჭიკაშვილთა საგვარეულოს. - დოკუმენტური წყაროები, II, გვ.78

პუბლიკაცია

edit