1633 წ. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა საამ საგინაშვილისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: - დაკარგულია

პირი: - 1449-1268



საბუთის ტექსტი

edit

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩვენ, მეფემან, პატრონმან როსტომ, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და მრავალფერად ერთგულობით ნამსახურთა ყმათა, საგინაშვილს საამს, და ბატონს ტფილელსა, და ანდერმანსა და შვილთა თქუენთა, ზაალს და თამაზს, და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობასა დაგვეაჯენით, ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენისავე განაყოფის, ამოვარდნილის შანშეს კერძი და სოფელი წრისი, რარიგადაც ალიყულიბეგს და მის შვილებს თქვენთვის მოეცეს ბოგუს, აბულმარგს, და სოფელი წრისი ყოვლის კაცისაგან უცილებელად და შემოუსარჩელბლად, სამკვიდროდ და საბოლოვოდ. აგრევე თქუენი სამკვიდრო, რისაც მქონებელნი იყვნეთ ბოგუს, ჩხიქთას, აბულმარგს. ანუ, სადაც ნაოჴარი ნასოფლარი იყოს, ყველგან გაგიახლეთ და გიბოძეთ. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შიგან.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ მერმე. ესე ჩვენგან ნაწყალობევი სიგელი თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ და გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარმანშია ეწეროს, ნუოდეს შეუშლით და შეეცილებით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონს ტკა, ჴელითა მწიგნობრისა ყორღანაშვილის მერაბისათა.

კიდევ, რაც გარეთ აღათანგისა კერძი მამული ან ბოგუს ან აბულმარგს, ისიც გვიბოძებია

დედანს ესვა როსტომ მეფის ოთხკუთხა ბეჭედი.

საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი ტკა (321), რაც უდრის 1633 წელს.

კომენტარები

edit

საგინაშვილები ქვემო ქართლის თავადები იყვნენ. საამი როსტომის გამეფებამდეც პროირანული ორიენტაციის იყო და სვიმონ II-ს უჭერდა მხარს. მისი ოჯახი სვიმონის მფარველობით სარგებლობდა (იხ. დოკ. წყაროები ქართ-კახ. მეფეების შესახებ, I, გვ. 205-206). - დოკუმენტური წყაროები, II, გვ.78

პუბლიკაცია

edit