ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, ესე წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და მოგახსენეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურსა, ამილახორს, პატრონს ბეჟანს, მას ჟამსა, ოდეს ლიეხუს ზედათ ქართლის ქუეყანა თქუენის სახლისკაცის სასარდლო ყოფილიყო.
აწე, ჩუენცა შეგიწყალეთ და ლიეხუს ზედათის თავადისა, აზნაურისშვილისა, ბერისა და ერთობილთ ყოვლის კაცისა, რარიგადცა ამას წინათ თქუენის სახლისკაცი სარდარი ყოფილა, იმავე რიგითა და წესითა, სარდლობა თქუენთვის გუიბოძებია. როდისცა ჩუენი წიგნი და ბძ(ანე)ბა მოგივიდეს, რარიგადცა მოგახსენოთ, იმრიგად შეიყარეთ და სადაც ჩუენი ბძანება იყოს, იქ შემოგვეყარენით. რაც კაცი დაგაკლდეს და ჩუენი ბძანება გატეხოს, რითაც სამართლით ემართლებოდეთ, გაუწყერით, გარდააჴდევინეთ და ჩუენი ბრძანება და სამსახური გაათავეთ.
ქ(ორონი)კ(ონ)სა ტკა, მარტს კგ.