ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისაითა, ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურთა ყმათა, ყაფარაშვილს ზურაბს და შენთა ძმათა, დურმიშხანს და ყაფარბეგს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და ხანძორკეტის წიგნის გაახლებას გუიაჯენით, და ჩუენც ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და მოკითხული ვქენით და სომხითს სოფელი ხანძორკეტი უპატრონო იყო. ასრე რომე, მემკუიდრე კაცი აღარა ჰყოლებოდა და ჩუენს ძმისწულს, ბატონს სუიმონს თქუენთვინ ებოძა. და აწე, ჩუენცა შეგიწყალეთ და გიბოძეთ მისი მართლის სამართლიანის საქმითა და სამძღურითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა და ვენაჴითა, შენითა და ოჴერითა, რისაც მქონებელი ან მთასა და ან ბარს ყოფილიყოს, ყოვლითურ თქუენთუინ და თქუენთა შვილთათუის გუიბოძებია.
აწე, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა. და არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არა სხუათა მეპატრონეთაგან.
აწე, მოგახსენებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და სომხითისა ტარუღანო, ვინცა-ვინ იყუენეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქუენცა ასრე გაუთავეთ და ნურას მოუშლით, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევსა ფარვანაშია ეწეროს.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე, ქორონიკონსა ტკა, აპრილს თხუთმეტსა, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრის თუმანიშვილის ბირთუელისათა.
საბუთს უზის სამი ქართული ბეჭედი: ორი ოთკუთხა (არ იკითხება), ერთი მრგვალი, მსხლის ფორმის, თავზე გვირგვინით. შუაში და გარშემო მხედრული ლეგენდაა: ქ. ყაენის ფეჴთა მტვერი, როსტომ მეფე ვამტკიცებ.
XIX საუკუნეში მიწერილი სათაური: ხანძურკუ{ერ}ტის სოფელის სიგელი.