ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, მეფემან პატრონმან რ ო ს ტ ო მ , ესე წყალობისა წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა, ამილახორს, პატრონს ბეჟანს.
მას ჟამსა, ოდეს ლიეხუს ზედათ და ლიეხუს ქუეშეთ ქართლის ქუეყანა თქუენის სახლისკაცის სასარდლო ყოფილა, აწე, ჩუენცა შეგიწყალეთ და გიბოძეთ თავადისა, აზნაურისშვილისა, ბერისა და ერთობილთ ყოვლის კაცისა, რარიგადცა ამას წინათ თქუენი სახლისკაცი სარდარი ყოფილა, იმავე რიგითა და წესითა, სარდრობა თქუენთვის გუიბოძებია.
როდისცა ჩუენი წიგნი ბრძანება მოგივიდეს, რარიგადაცა მოგახსენოთ, იმრიგად შეიყარეთ და სადაც ჩუენი ბრძანება იყოს, იქ შემოგვეყარენით. რაც კაცი დაგაკლდეს და ჩუენი ბრძანება გატეხოს, რითაც სამართლით ემართლებოდეთ, გაუწყერით, გარდააჴდევინეთ და ჩუენი ბრძანება და სამსახური გაათავეთ.
ქ(ორონი)კ(ონ)სა ტკა.