1633 წ. 06.12. - დამტკიცება როსტომ მეფის მიერ გიორგი ბატონიშვილის შეწირულების წიგნისა




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირი:

საბუთი წარმოადგენს როსტომ მეფის მიერ 1584 წ. - შეწირულების წიგნი გიორგი ბატონიშვილისა ნიტრიის სიონის ღვთისმშობელისადმი სიგელის დამტკიცებას.

საბუთის ტექსტი

edit

რარიგადაც ეს სიგელი და გუჯარი პირველად ჩვენ ჩამომავალთ ხელმწიფეთ შეუწირავთ და დაუდებია, ჩვენც ასრე დაგვიმტკიცებია, გაგვითავებია, ნურა კაცი ნუ ეცილებით, ქორონიკონსა ტკა, მკათათვის იბ. კარის წინამძღვარისათვის გვიბოძებია.

დედანს ჰქონია ბეჭედი: ყაენის ფეხთა მტვერი, როსტომ, ვამტკიცებ.


ქ. ასრე რიგად ნასყიდი და შეწირული არის, რომე სურამის ციხეში მდგომ არც ქართველთა და არც თათართა, არც ციხეზედ მუშაობითა და არც სხვის სათხოვრითა, ჴელი არა აქუს და ნურცა-რას სთხოვენ, არ დიდის დაჭირებისა საქმითა არა ამუშაონ და არც სამასპინძლო ეთხოებოდეს.

ხელრთვა ხვეულად: როსტომ

საბუთის დათარიღება

edit
საბუთის დამტკიცებას როსტომ მეფის მიერ აქვს თარიღი ქორონიკონსა ტკა, მკათათვის იბ, ანუ 1633 წლის 12 ივნისი.

საბუთის პუბლიკაცია

edit