ქართლის კათალიკოზმა ევდემოზმა უწყალობა მაღალაძეებს ხუციას და იოვანეს და მათ შვილებს პაპუასა და პაპუნას ძველადვე მათივე ნაქონი არმაზი.
მოწმეები არიან: ბოქაულთუხუცესი დიასამიძე ლუარსაბი, შალიკაშვილი როჭიკა, გედევანისშვილი დავით და ქარსიძე თამაზი.
დაიწერა სიგელი ქორონიკონს ტკბ.
საბუთს ამტკიცებს როსტომ მეფე