1634 წ. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა სახლთხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირი: 1450-12/119

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 21



[ქ.] ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა.

ჩუენ, მეფემან, პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემან ჩუენ, დედოფალმან მარიამ ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა, სახლთუხუცესა ქაიხოსროს და შვილთა თქუენთა ბარათასა და მამავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას გუიაჯენით, ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩუენს სახასოს სოფელში, ენ{ა}გეთს ს{ა}დუნაშუილის გიორგის შუილები ერთობით, რის{ა}ც მამულის მქონებელნი არიან წყალითა, წისქუილითა, ველითა, ვენაჴითა, სახნ{ა}ვითა და უხნავითა შენითა და ოჴარითა, ნასყიდითა და უსყიდითა, ს{ა}ძებრითა და უძებრითა, ყოვ<ა>ლის მისის სამართლიანის საქმითა და სამძღურითა, მთით ბარამდის უნკალულოთ სამკ<ა>უ{ი}დროთ და საბოლოვ<ა>{ო}თ, გ<ა>ქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულათ სამსახურსა შიგან.

აწე, გ(ი)ბ(რძანე)ბთ კარისა ჩუენის ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო დღეს, ვინ გინდა ვინ იყ<ა>ვ<ა>ნეთ და ანუ დღევის წაღ<ა>მა ვინ გინდა ვინ იქნებოდეთ, მერმე ჩვენი ესე ნაწყალობევ[ი] წყალობისა წიგნი თქუენ<ა>{ი} ასრე გაუთავეთ, რომე რარიგ{ა}დ{ა}ც ამა ჩუვენგან ნ{ა}ბოძებს ფარვ{ა}ნში ეწეროს და <ი>ნუოდეს ნუ შეუშლით და შეცილებით თანადგომისა და შეწევ<ა>ნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს ტკბ, ჴელითა მწიგნობრისა ყორღან{ა}შუი{ლი}ს მერაბისათა. [როსტომ] [მარიამ].

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტზ მარიამობის თვე, ანუ 1619 წ. აგვისტო

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

1634 წ. - წყალობის წიგნი

საბუთის გამცემი: მეფე როსტომ, მისი თანამეცხედრე დედოფალი მარიამ

საბუთის მიღები: სახლთუხუცესი ქაიხოსრო, მისი შვილი ბარათა.

საბუთის რაობა: როსტომ მეფემ უბოძა ქაიხოსრო ბარათაშვილს სახასო სოფელ ენაგეთში სადუნიშვილი გიორგის შვილები.

საბუთის დამწერი: მწიგნობარი ყორღანაშვილი მერაბი

პუბლიკაცია

edit

2018 - გოგოლაძე თამაზ - მასალები ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ფეოდალური ოჯახის ისტორიისათვის - N 21