1638 წ. 03.20. - განჩინება შავერდა არდაშელაშვილისა და სხვათა მამულის საქმეზე




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

ცსსა. ფონდი № 1449. საბუთი № 846. პირი. ქაღალდი. მხედრული.

საბუთის შინაარსი

edit

არდაშელაშვილი შავერდა შემოეცილა დილარგეთისშვილისაგან მისთვის მიყიდულ და მისგან მექვაბიშვილ ამირასლანასა და ბერინასა და აღმურაშვილ როსტომასა და ბაისთვის მიყიდულ მამულს.

მეფის ბრძანებით მოსამართლეებმა მდივანბეგმა ჯავახიშვილმა როინ, ქალაქის მამასახლისმა ამირამ, სუფრაჩმა მარტიროზაშვილმა გურგენ, კრწანისის მამასახლისმა ბერინამ, ჯანუაშვილმა მკრტიჩიმ, ხუდადაშვილმა არაქელამ მამული ამ უკანასკნელთ დაუმტკიცეს.

დაიწერა ქორონიკონს 325, მარტის 20, ხელმწიფის კარის მდივნის მოქალაქე მერაბ ყორღანაშვილის ხელით.

პუბლიკაცია

edit

"ქართული სამართლის ძეგლები" - ტომი IV - სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.) - ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ - თბილისი 1972 – № 21