1639 წ. - ყანუნლამა როსტომ მეფისა თბილისის ციხის კარზე ბაჟის შესახებ




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი Hd-1559

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 74


ქ. ნებითა ღმრთისათა ჩუენ, მეფეთ-მეფემან, ხელმწიფემან პატრონმან როსტომ, ესე ყანულამა და ციხის კარის ფულის საქმე ასრე გავარიგეთ და გავაჩინეთ, ბედნიერის ყაენის რაყმის საქმითა:

ვითაც შაჰ-მირ მინბაშის დროს ცუდი-მადი კაცი ვინც მოხუდებოდა ყაფის ფულზედ, უდიერს საქმეს იქმოდეს და ნიადაგ მოქალაქე და უცხო მგზავრი კაცი ირჯებოდა, აწი ამისი ხელმწიფის ბზანებით ასრე გავარიგეთ:

უნდა აიღებოდეს ყაფის ფულად აბრეშუმის საპალნეზედა შაური ერთი; ფართლის საპალნეზედ ნახევარშაური; ბამბის საპალნეზედ ბისტი ერთი; საყათის საპალნეზედ ფული ორი; თუთუნის საპალნეზედ ნახევარშაური; მარილის საპალნეზედ ფული ერთი; ბრინჯის საპალნეზედ ფული ერთი; ერბოსა და თაფლის საპალნეზედ ოროლი ფული; ნალ-ლურსმნის და რკინის საპალნეზედ ორი ფული; მატყლის საპალნეზედ ერთი ფული; თევზის საპალნეზედ ერთი ბისტი.

ვინც გასასყიდად ცხუარი გამოატაროს, ასზედ შაური ორი; თუ დიდმა პირმა ცხუარმან გაიაროს საძოვარზედა, ერთი ცხუარი აიყუანონ და თუ ცოტამ პირმან გაიაროს, ერთი ბატკანი აიყუანონ; და ყუელის საპალნეზედ აიღონ ფული ერთი.

ეს ასრე გარიგდა და რაც მინბაში ან დღეს იჯდეს ციხეშია და ან ამასუკან სხუა მოვიდოდეს, ამ საქმეს ნურავინ გარდავა და ნურც მოშლიან.

ქორონიკონსა ტკზ (1639), ხელითა კარისა ჩუენისა მდივანმწიგნობრის თუმანიშვილის ბირთველისითა.

პუბლიკაცია და ლიტერატურა

edit