1640 წ. - წყალობის წიგნი ქრისტეფორე კათალიკოზისა ქარსიძეებისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:



საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 112


საბუთის შინაარსი

edit

ქართლის კათალიკოზმა ქრისტეფორემ როსტომ მეფის ბრძანებით თამაზ ქარსიძეს და მის ძმას დავითს უბოძა ძეგვში ოთხი კომლი: ადრევე ნაქონი ბადრიაშვილი სუხიტა; კახიაშვილი ოქრუა, მისი ძმა ამრა, შაშუტაშვილი ოჰანა, სუხიტას განაყოფი ვარდია და მისი ძმა პაატა.

დაიწერა სიგელი ქორონიკონს ტკჱ, მდივანუხუცეს ბირთველის ხელით.

საბუთს აქვს ქრისტეფორე კათალიკოზის ხელრთვა.

საბუთს ამტკიცებს როსტომ მეფე.

შენიშვნა

edit

ქართული სამართლის ძეგლებში კახიაშვილის სახელი აღდგენილია როგორც [ზა]ქრუა, სინამდვილეში უნდა იკითხებოდეს ოქრუა.
საბუთის შინაარსობრივი გაგრძელებაა: 1640 წ. - წყალობის წიგნი ქრისტეფორე კათალიკოზისა გედევანიშვილებისადმი.

პუბლიკაცია

edit