1642 წ. - განჩინება მახარებელ სულხანასშვილისა და მერაბის მამულის საქმეზე




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

ხელნაწერთა ინსტიტუტი. Sd-496. დედანი. დაზიანებული. ქაღალდი. 20,5x13,7 სმ. მხედრული.

საბუთის შინაარსი

edit

ბატონი მერაბი წოდორელ სულხანასშვილ მახარებელს წოდორეთში ორი დღის მიწას ეცილებოდა.

სულხანასშვილები ამტკიცებდნენ, რომ ეს მიწა მათი მემკვიდრე ბატონის ჯავახიშვილისაგან იყიდეს და უწინ ქაიხოსროც შემოგვესარჩლა და იმასაც გადავუწყვიტეთო.

როინ მდივანბეგის გადაწყვეტილებთ მახარებელს და მის ლისელ ცოლისძმას აზარათს უნდა შეეფიცათ მერაბისათვის და მამულიც მას დარჩებოდა.

საბუთი დაიწერა ქორონიკონს 329, ბაიდურ თუმანიშვილის ხელით.

პუბლიკაცია

edit

"ქართული სამართლის ძეგლები" - ტომი IV - სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.) - ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ - თბილისი 1972 – № 26