1642 წ. 12.01. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა ხოსია ბარათაშვილისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Ad-1138

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 24



ქართული ტექსტი

ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა.

ჩუენ, მეფეთ მეფემან, პატრონმან როსტომ ესე უკუნისამდი ჟამთა და ხანთა გას{ა}თავებელი წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩუენთა ერდგულთა და წესისაებრივ მრავალფერად თავდადებით ნამსახურსა ყმათა, ბარათაშვილს ხოსიასა, შვილთა შენთა, ოთარს, სა{ა}მს, ბერუკასა და მომავალთა სახლისა შენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას გუიაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და მოკითხული გიყავთ და ნოსტის ოძისი თავად ამას წინათ თქვენი სახლისკაცი ჯავახიშვილს ე[პყრა] და სანახში<ე>რედ დადებული გქონებია და მას უკან კიდევ, ყ{ა}ენის უღურზედ ციხე აგეღო და კაცნი დაგრჩომია და ახლა კიდევაც ნოდარ და არაგვის ერისთავი უკუგუიდგნეს, იმერელნი დარბაისელნი გუერც ახლდეს, მოუჴედით ქალაქიდამე და თქვენ მოწინავედ მოგვიძეღით და ჩუენს უღურზედ თავი არ დაიწყალობეთ, გააქციეთ და მრავალი სახელი ჰქენით, აწ, ამისად სამუქფოდ და საჯილდაოდ, რაც ნაძალადევად ბიძათქვენს, ქაიხოსროს ოძისა ჰქონდა ულუმბეხაშვილიანად ესე{ე}ბი ისრევ თქუენ შეგიწყალეთ და გიბოძეთ მთით ბარამდისინ, რისაც მქონებელი ოძისი ყოფილიყოს, ყოვლითურთ თქვენთუის და თქვენთა შვილთათვის გუიბოძებია სამკვიდროდ და საბოლოოდ, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს, არა ჩუენგან და არა სხუათა მეპატრონეთაგან.

აწე, გიბძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინცა ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ და ნურაოდეს ნუ მოუშლით და შე{ე}ცილებით, თუინიერ შეწევნისა და თანადგომისაგან კიდე.

დაიწერა ბ(რძანე)ბა და ნიშანი ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტლ, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობარის, თუმანიშვილის ბირთუელისით{ა}. როსტომ მეფის მსხლისებრი ფორმის ბეჭედი: "ქ. ყაენის ფეჴთა მტუერი, როსტომ მეფე ვამტკიცებ"

სპარსული ტექსტი.

გამოვიდა მაღალი ბრძანებულება, რომ სიდიადის საფარველის ხოსია ბარათაშვილის მიმართ მაღალი წყალობის გამო [და] იმ საფუძველზე, რომელიც ქვემოთ ქართულად არის აღნიშნული, ჩვენ დავუმტკიცეთ და ვუწყალობეთ მას თიულად, ცხენის წლის სამთვეობის დასაწყისიდან, ქართლს დამოკიდებული სოფელი ოძისი. მაღალი კარის მისტოფიმ, ჩასწერს რა [ამ ბრძანებას] დავთარში, გადასხვაფერებისა და შეცვლის მანკისაგან დაცულად იცნოს ის და როცა მაღალი ბეჭდით იქნება აღჭურვილი - ერწმუნონ მას, თავის მოვალეობად აღიარონ [მისი შესრულება] და ყოველ წელიწადს ახალ ბრძანებას ნუ მოითხოვენ. დაიწერა 1052 წ. რამაზანის თვის 10.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტლ, ანუ 1642 წ., სპარსული ტექსტი უფრო აზუსტებს თარიღს: ჰიჯრის 1052 წლის რამაზანის 10 შეესაბამება 1642 წლის 1 დეკემბერს.

საბუთის პერსონალია

edit
* როსტომ მეფე
* ბარათაშვილი ხოსია
* ბარათაშვილი ოთარი
* ბარათაშვილი საამი
* ბარათაშვილი ბერუკა
* ჯავახიშვილი
* ნოდარ
* არაგვის ერისთავი
* ბარათაშვილი ქაიხოსრო
* ულუმბეხაშვილი
* თუმანიშვილი ბირთველი

პუბლიკაცია

edit