1645 წ. - განჩინება ალიხანასა და ალავერდას ყმის საქმეზე




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა edit

ცსსა. ფონდი № 1450. დავთ. № 48, საბუთი № 131, პირი, ქაღალდი, მხედრული.

საბუთის ტექსტი edit

მეფე პატრონი როსტომის ბრძანებით მდივანბეგმა როინ ჯავახიშვილმა გაარჩია ალიხანა შალიკაშვილის სადავო საქმე ალავერდასთან, რომელიც მას ერთ კომლ სირუნას შვილებს ევანეზასა და ვართევანაზე ეცილებოდა. განაჩენით ყმა დარჩა ალიხანას.

დაიწერა ქორონიკონს ტლგ - 1645 წ..

პუბლიკაცია edit

"ქართული სამართლის ძეგლები" - ტომი IV - სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.) - ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ - თბილისი 1972 – № 28