1654 წ. - წყალობის განახლების წიგნი როსტომ მეფისა მოქალაქე ვახტანგ თავაქალაშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: - 1448-83



საბუთის ტექსტი

edit

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩვენ, მეფეთ-მეფემან პატრონმან როსტომ, ესე უკუნისამდე, ჟამთა გასათავებელი წიგნი და ნიშანი დაგიწერეთ და გიბოძეთ თქვენ, თავაქალაშვილს ვახტანგს, ასე და ამა პირსა: ზედა მოკითხული ქენით და გავსინჯეთ და გიბოძეთ თქვენი სამკვიდრო სახლები.

ერთპირ გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან როგორათაც სხვას მემკვიდრეს მოქალაქეს გასთავებოდეს კიდევ.

დაიწერა ბძანებითა და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტ[მ]ბ, ჴელითა კარისა ჩვენისა მდივანმწიგნობრის თუმანიშვილის ბირთველისითა.

ხვეული ხელრთვა: როსტომ

უზის როსტომ მეფის ოთხკუთხა ბეჭედი ლეგენდით..



საბუთის დათარიღება

edit

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი ტ[მ]ბ (342), რაც უდრის 1654 წელს, თუმცა როგორც ჩანს არ იკითხება და ტექსტში აღდგენილია. სათაურში საბუთი 1633-1658 წლებითაა დათარიღებული.

პუბლიკაცია

edit